FM97.5 / LIVE

ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარისიახლე, სამართალი 24.05.2019
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე 78 წლის ქალის ცემისა და თანხის გატაცებისთვის ა.ა-ს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ.ახალციხეში მცხოვრებ გ.ფ-ს ბინაში, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 400 ლარი, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 19 სექტემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ასპინძაში 60 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულ ი.დ–ს  20 წელი მიუსაჯეს
78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს