FM97.5 / LIVE

ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

მთავარისიახლე, სამართალი 27.08.2020
პროკურატურამ ასპინძაში, 22 აგვისტოს მომხდართან დაკავშირებით, გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილზე ძალადობის, იძულების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო, ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა
უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, კ.პ.-მ და ი.გ.-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავეს.

კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ახალციხის რაიონულ სასამართლში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სხდომა დღეს, 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრაში კაცის ცემისა და საფლავის გათხრის იძულებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს
ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
ხიზაბავრაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბორჯომში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი მოიტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს