FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მთავარისიახლე, სამართალი 16.04.2018
პროკურატურის ინფორმაციით,ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ძმები იაკობ და გოჩა ბლუაშვილები დააკავეს. ორივე მათგანი პოლიციის თანამშრომელია.

ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადერბას უცვლელად გთავაზობთ:

"ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ. -ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება,"–ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები პოლიციელები არიან
ახალციხეში 44 წლის კაცი შვილსა და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს
ადიგენში 43 წლის კაცი  შვილსა და მამაზე ძალადობისთვის დააკავეს [ვიდეო]
ბორჯომში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი მოიტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ახალციხეში 49 წლის კაცი მეუღლისა და შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს [ვიდეო]
ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ 31 წლის კაცს ბრალი წარედგინა