FM97.5 / LIVE

78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.09.2018
შსს–მ ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე პენსიონერი ქალის დაყაჩაღების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ გ.ფ.-ს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავისუფლება აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ა.ა. თბილისში დააკავეს, მისი თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ყაჩაღობის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება თავიდან ძარცვის მუხლით დაიწყო.შემთხვევა ახალციხეში, 10 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე 78 წლის ქალი ჯერ სცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს. პენსიონერის სახლიდან 400 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის 6 ფაქტი გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მხილებულია 2 არასრულწლოვანი. ასევე, გახსნილია, ბოლო პერიოდში ახალციხეში მომხდარი ძარცვის 3 და ყაჩაღობის 1 ფაქტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წყალთბილაში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
ახალქალაქში ტრაქტორის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ახალციხეში 44 წლის კაცი შვილსა და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს
შსს–მ ახალციხეში ფულის თაღლითურად მითვისებისთვის ორი პირი დააკავა