FM97.5 / LIVE

ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.08.2020
ადიგენში, სოფელ უტყისუბანში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ ლ.პ დააკავა და ბრალდება წარუდგინა.

ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს

გამოძიებით დგინდება, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი - 2014 წელს, ხოლო მეორე - 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ქონების მოტყუებით დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს
საღამოს ტბაში კუნძულის მოტყუებით დაუფლების საქმის განხილვა იწყება
შსს–მ ახალციხეში ფულის თაღლითურად მითვისებისთვის ორი პირი დააკავა
შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
სპილენძის სადენის ქურდობის ბრალდებით, ნინოწმინდაში 1 პირი დააკავეს, 2 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ნინოწმინდაში მოქალაქემ საღამოს ტბაში არსებული კუნძული უკანონოდ დაირეგისტრირა