FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'

მთავარისიახლე, სამართალი 21.07.2016
სოფელ წინუბანში მცხოვრები ორი ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს; ქურდობის ფაქტები ახალციხის სოფლებში, რის შემდეგაც ადგილობრივები ზეწოლაზე ალაპარაკდნენ;

ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'
აშხენ სიმონიანი

ახალციხეში, სოფელ წინუბანში მცხოვრებ აშხენ სიმონიანს სახლიდან დაახლოებით 5 ათასი დოლარის ოქრო და 100 ლარი მოჰპარეს.

შემთხვევა 14 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

„დილით სახლიდან ყველა გავედით, მხოლოდ 91 წლის მოხუცი დარჩა. შინ რომ დავბრუნდი, კარი ფეხით იყო შემონგრეული, დარტყმის გამო ‘სერვანდიდან’ ნივთები ძირს იყო გადმოყრილი. კარადიდან კი ფული და ოქრო დამხვდა წაღებული“, – გვიყვება სიმონიანი და ამატებს, რომ იმან, ვინც მისი ძვირფასეულობა წაიღო, იცოდა სად რა იდო, რადგან სახლში ქურდს ნივთები ნაძებნი არ ჰქონდა.

სიმონიანების სახლის ქურდობა, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ივნისსა და ივლისში, მეზობელ სოფლებში მომხდარ ქურდობებს შორის ბოლო ფაქტი იყო. მანამდე კი სოფელ წყალთბილაში ორ მაღაზია, სოფელ ჯულღაში კი ორი სახლი გაიქურდა.

„წყალთბილაში მაღაზიები ღამით გაქურდეს, ჯულღაში სახლები ერთსა და იმავე დროს, დღისით. მაშინ სოფელში მიცვალებული იყო, ხალხი სასაფლაოზე იყო და დრო იხელთეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოში პეტროს ვართანიანი.

მისი თქმით, ჯულღაში გაქურდული ერთი სახლიდან 400 დოლარი და 300 ლარი, მეორე სახლიდან კი 700 დოლარი და 450 ლარი წაიღეს: „ორივე სახლში მოხუცები ცხოვრობენ. რაც შეეხება მაღაზიებს, ძირითადად სიგარეტი და „კალბასები“ წაიღეს, ფული არ იყო ბევრი მაღაზიებში, ჯამში ორივედან 500–600 ლარია წაღებული. ბოლოს წინუბნიდან კი ბევრი ოქრო გაიტანეს“.

წინუბანში მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც აქ მცხოვრები ივან აკოფიანი ამბობს, სოფლიდან სხვადასხვა დროს პოლიციაში 5–6 ბიჭი წაიყვანეს. მათ შორის ორი, 26 წლის რუბიკ ჩახოიანი და 20 წლის გრიგოლ აკოფიანი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებენ.

ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'
რუბიკ ჩახოიანი

„შუადღეს წამიყვანეს სოფლიდან. პოლიციის შენობაში მესამე სართულზე მიმიყვანეს. მაძალებდნენ, თქვი, რომ შენ ხარ დამნაშავე, თუ იტყვი, პრობლემები არ გექნება, თუ არადა, ჩვენ შეგიქმნით პრობლემებსო. ლაპარაკის დროს ქვედა ყბაზე მირტყამდნენ მუშტით და ხელით მცემდნენ ზურგზე“, – გვიყვება ჩახოიანი.

მისი თქმით, იმას ვინც მას ურტყამდა, პოლიციის ფორმა არ ეცვა: „შავი მაიკით იყო. პოლიციაში დაახლოებით 15–20 წუთი გამაჩერეს“.

ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'
გრიგოლ აკოფიანი

ჩახოიანისგან განსხვავებით, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში ექვს საათს დააყოვნეს მის მეზობლად მცხოვრები გრიგოლ აკოფიანი.

„შუადღის ორიდან საღამოს რვა საათამდე, „სმარტთან“ რომ პოლიციაა, იქ ვიყავი. მეუბნებოდნენ, თქვი, რომ ეს ქურდობა შენ ჩაიდინეო. რომ არ ვამბობდი, ნიკაპში და თავზე მირტყამდნენ. მე ქურდი არ ვარ, არაფერი მომიპარავს“, – ამბობს აკოფიანი.

მისი თქმით, იგი პოლიციიდან იმ პირობით გამოუშვეს, რომ ერთ–ერთ პოლიციელს ყოველდღე დაურეკავს და სოფელში მომხდარი ამბების შესახებ მოუყვება, თუ ასე არ იქნება, პრობლემები შეექმნება.

„ამ ნომერზე ვრეკავ ხოლმე, გოგიტა ქვია“, – გვიჩვენებს ფურცელზე დაწერილ ტელეფონის ნომერს აკოფიანი, – „მაგრამ მხოლოდ იმას ვეუბნები, სად ვარ და რას ვაკეთებ, არ მინდა პრობლემები შემექმნას“.

აღნიშნულ ნომერზე „სამხრეთის კარიბჭეს“ ვინმე გოგიტამ უპასუხა. მან ჯერ აკოფიანთან რაიმე კავშირი კატეგორიულად უარყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ სამსახურეობრივ საქმეზე თუ ვის რაზე ელაპარაკება, ჩვენ ვერ მოგვიყვება და ტელეფონი გაგვითიშა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში წინუბანში მცხოვრებლებზე რაიმე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ: „თუ ვინმეს ასეთი პრეტენზია გააჩნია, მიმართოს შსს–ს გენინსპექციას“.

რაც შეეხება ქურდობის ფაქტებს, უწყებაში ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ორს გვიდასტურებენ: „სოფელ წყალთბილაში გაქურდეს მაღაზია და სოფელ წინუბანში სახლი. ორივე ფაქტზე ძიება სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
სოფელ ყვიბისში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოქრო მოიპარეს