FM97.5 / LIVE

ახალციხეში 9 წლის ბავშვის ფეისბუკით მის ახლობლებს ფული გამოსძალეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.06.2020
ახალციხეში, ცხრა წლის გოგონას „ფეისბუკის“ გვერდი გაუტეხეს. დამნაშავემ მშობლის სახელით გოგონას ახლობლებს მოტყუებით სახელფასო ბარათების მონაცემები გააგზავნინა და თანხა ჩამოაჭრა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ახალციხეში 9 წლის ბავშვის ფეისბუკით მის ახლობლებს ფული გამოსძალეს

ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრებმა, მისი „ფესბუკის“ გატეხვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს.

„ახლობლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბარათებიდან სოლიდური თანხები ჩამოეჭრათ. ფეისბუკს, რომელიც გატეხეს ჩემი და დიდი ხანია აღარ იყენებს, მაგრამ გაუქმებული არ ჰქონია“, – ამბობს ცხრა წლის გოგონას და.

პირს, რომელსაც ბარათიდან მოტყუებით 688 ლარი ჩამოაჭრეს ამბობს, რომ თავიდან ეჭვი არ შეუტანია, რადგან ეგონა ბარათის კოდს ბავშვის მშობელი, მისი ახლობელი სთხოვდა.

„ახალი ბარათის გასააქტიურებლად ერთი ლარის ჩარიცხვა მთხოვა და მითხრა სახელფასო ბარათის კოდი მომწერე და მე გადავრიცხავო. თავიდან ეჭვი არ შემიტანია და ბარათის კოდიც გავუგზავნე. მერე ბავშვის დედას მობილურზე დავურეკე და მივხვდით რომ მოგვატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თანხის გადარიცხვა მოასწრო“,-ამბობს არასრულწლოვანი გოგონას ნათესავი.

მისივე თქმით, ეს ამბავი 6 ივნისს მოხდა, იმავე დღეს 112-ზე დარეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

არასრულწლოვნის და ამბობს, რომ თანხა სახელფასო ბარათიდან მეორე ახლობელსაც ჩამოაჭრეს.

„ნათესავი მყავს საჩხერეში და იმას 230 ლარი ჩამოაჭრეს. ჩემი დის ფეისბუკიდან წერს ყველა ჩვენს ახლობელს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, თაღლითობის და 284 მუხლის პირველი ნაწილით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით დაიწყო.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალციხეში 15 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
თიბისის  პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია ®
მწვანე ბარათის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო