FM97.5 / LIVE

რვასაათიანი დაკითხვა დასრულდა

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.06.2012
კოალიცია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის წევრის ნუგზარ (მერაბ) ზაქაიძის დაკითხვა ახალციხის რაიონულ სამმრთველოში ამ წუთებში დასრულდა

რვასაათიანი დაკითხვა დასრულდა

ზაქაიძე ადვოკატთან, გიორგი ჯვარიძესთან ერთად, ჯერ ისევ ახალციხის რაიონულ სამმართველოში იმყოფება. თუ პირველად, დაკითხვიდან გამოსული ჯვარიძე ღიად აცხადებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, ახლა ამბობს, რომ ზაქაიძე ”ქართულ ოცნებასთან” კავშირის გამო არ დაუკითხავთ.

-”ვეღარ ვიტყვი, რომ ”ქართულ ოცნებასთან” კავშირის გამო დაკითხეს. სხვა გარემოებები გამოიკვეთა, აღმოჩნდა, რომ დავა მართლაც არსებობდა. 2005 წელში ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მერე რატომღაც გაჩერდა - ამბობს ჯვარიძე - რატომ გაჩერდა არ ვიცით, რადგან ამ ეტაპზე ზაქაიძე მოწმის სტატუსით იკითხება და საქმის მასალებს ჩვენ არავინ გაგვაცნობს”.

ადვოკატის განმარტებით, ზაქაიძეს კონრეტული პიროვნება ფქვილთან დაკავშირებით მართლაც უჩივის, მისგან გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვს, ასევე ითხოვს, რომ დასაჯონ.

-”2005 წელში აღძრული საქმე 2011 წლის ნოემბერში განახლდა და ახლაც გრძელდება, - აცხადებს ჯვარიძე და ამატებს - ჯერ სამმართველოს შენობა არ დაგვიტოვებია, რაღაცა გადაწყვეტილებას ველოდებით, რა გადაწყევტილებას არ ვიცი”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვასაათიანი დაკითხვა 12 წლის წინ მომხდარის შესახებ
სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
ლეგაშვილის ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა
პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა