FM97.5 / LIVE

პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა

მთავარისამართალი 21.11.2012
პროკურატურამ ბრალდებულთა უდანაშაულობა, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაინახა. სამ ბრალდებულზე სისხლის სამართლებრივი დევნა ნახევარი წლის განამვლობაში მიმდინარეობდა

პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა
პროკურორი ნინო აღლემაშვილი, რომელმაც ბრალი გეორგ მხჩიანს, არტაშეს ჩახმახჩიანს და მელიქ რაისიანს წაუყენა, შემდეგ კი მათი ბრალეულობის დამტკიცებას თითქმის ათობით გამართულ სასამართლო პროცესზე ცდილობდა, დღეს სხდომაზე არ გამოცხადებულა. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროცესზე აღლემაშვილის ნაცვლად გამოცხადებულმა პროკურორმა ოვანეს მხითარიანმა განაცხადა.

”პროცესზე მე მოვიდოდი თუ არა, მაგას მე არ ვწყვეტ. ვერ დავამტკიცეთ დანაშაული და ამიტომ ვთქვით უარი ბრალდებაზე”, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” მხითარიანმა.

ახალქალაქში ”ქართული ოცნების” ოფისი მეპატრონე გიორგ მხჩიანი მიმდინარე წლის 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით წაუყენეს, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის თანახმად, 1996 წლის 25 ოქტომბერს, არტაშეს ჩახმახჩიანმა კარლოს რაისიანის თხოვნით, ფულადი თანხით, აუქციონის წესით, შეიძინა ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩა #25ში მდებარე შენობა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ რეალურად, ეს შენობა კარლოს რაისიანმა შეიძინა და არა ჩახმახჩიანმა, ანუ ჩახმახჩინაზე გაფორმდა, თორემ რეალურად რაისიანის იყო.

ბრალის თანახმად, 2005 წელის ზაფხულში არტაშეს ჩახმახჩიანთან მივიდა კარლოს რაისიანის შვილი, მელიქ რაისიანი (ამ დროს მამამისი კარლოს რაისიანი გარდაცვლილი იყო და მელიქ რაისიანი განკარგავდა ქონებას) და უთხრა არტაშეს ჩახმახჩიანს, რომ ეს ქონება გეორგი მხჩიანზე უნდა გადაეფორმებინა.

2005 წლის 25 აგვისტოს, არტაშეს ჩახმახჩიანსა და გეორგი მხჩიანს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც თამარ მეფის 25-ში მდებარე შენობა გახდა გეორგი მხჩიანის საკუთრება. შესაბამისად, ეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

”ბრალდება ამბობდა, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონია, ამდენად ამ ქმედების გამო მოხდა დანაშაული და მხჩიანმა გააყალბა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტიო”, - გვიხსნის გეორგ მხჩიანის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ასევე, კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ერთ-ერთ წევრზე, მელიქ რაისიანზეც, ანუ იმ პიროვნებაზე, რომლის კუთვნილებადაც მიიჩნევდა პრიკურატურა თამარ მეფის 25-ში მდებარე შენობას. რაისიანი ოაჯხურ საქმეებზე სომხეთში წავიდა. როგორც კი საზღვარი გადაკვეთა, მასზე ძებნა გამოაცხადეს და ამის გამო საქართველოში ვეღარ ბრუნდებოდა.

მხჩიანს პატიმრობა შეუფარდეს, დანაშაული არ აღიარა, ოთხი თვე ციხეში იჯდა და ხელისულფების შეცვლის შემდეგ თავდებით გამოუშვეს. არტაშეს ჩახმახჩიანმა კი ბრალი აღიარა და გირაოთი გაათავისუფლეს.

”ეხლა ჩახმახჩიანმა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მაშინ არარსებული ბრალი შიშის გამო აღიარა, რადგან მასაც ისე როგროც მხჩიანს დააპატიმრებდნენ”, - ამბობს ჯვარიძე.

როგორც ჩახმახჩიანმა სასამართლოზე განმარტა, შენობა რაზეც დავა მიმდინარეობდა მან და კარლოს რაისიანმა იყიდა. შემდეგ კარლოს რაისიანი გარდაიცვალა, და როდესაც შენობის პროვატიზებას აკეთებდნენ, ის მხოლოდ ჩახმახჩიანზე გაფორმდა, რადგან მაშინ მას უთხრეს, რომ პროვატიზების გაკეთება მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე (გარდაცვლილის შვილზე ან მასზე) შეიძლებოდა. ამასთან ჩახმახჩიანს და რაისიანებს იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ არ იყო არსებითად მნიშვნელოვანი ოფიციალურად შენობა რეგისიტრირებული ვის სახელზე იქნებოდა. რადგან შენობას მხჩიანი და რაისიანი ვერაფერში იყნებდნენ გაყიდეს და ის მხჩიანმა იყიდა. მხჩაიანი რეალური მყიდველია და აქ თვალთამქცურ გარიგებას ადგილი არ ჰქონია, საჯარო რეესტრში ჩახმახჩიანზე რეგისტრირებული ქონება მხჩიანზე დარეგისტრირდა.

ჩახმახჩიანის ნათქვამი მხჩიანმაც დაადასტურა.

”აქ დაზარალებული არავინ იყო. პროკურატურა ვერ ამტკიცებდა რაში უნდა დასჭირვებოდა მხჩიანს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბება. ეს ყველაფერი კავშირშია პოლიტიკასთან”, - აცხადებს ჯვარიძე და ამატებს - დარწმუნებული ვარ, პროკურორს რომ არ დაესწრო, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მაგრამ თუ ხელისუფლება არ შეიცლვებოდა და მასზე ზეწოლა განხორციელდებოდა, მაშინ არ ვიცი როგორ მოიქცეოდა”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გაჭიანურებული პროცესი
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს
გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა