FM97.5 / LIVE

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი გრძელდება

მთავარისამართალი 05.09.2012
ახალციხის რაიონულ სასამართლოში კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ოფისის მეპატრონის, გეორგ მხჩიანის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება

სხდომაზე ის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, რომლებიც დაცვის მხარემ სადაოდ ცნო.

დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ახალქალაქში, თამარ მეფის #25-ში მდებარე, სადაო შენობაში მუშაობდნენ.

დაკითხული ხუთი მოწმიდან ბრალდებული მხჩიანი არცერთს უხსენებია. არცერთ მათგანს მხჩიანის მისამართით რაიმე პრეტენზია არ ჰქონია. ყველა მოწმე განაწყენებული იყო იმის გამო, რომ როდესაც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობა გაიყიდა, მისი შესყიდვის უფლება სწორედ მათ უნდა ჰქონოდათ და არა სხვას, თუნდაც არტაშეს ჩახმახჩიანს. ასე იმიტომ მიიჩნევენ, რომ აქ თითოეული მათგანი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა. ზოგიერთი მათგანი დალაქი იყო, ზოგი მეწაღე და ზოგიც ტელევიზორის შემკეთებელი.

- ”ფაქტობრივად, მოწმეები გამოდიან ბრალდების მხარეები. ანუ ისინი ადასტურებენ მხოლოდ ერთს, რომ არტაშეს ჩახმახჩიანი არ იყო რეალური მყიდველი, რომ შენობა რეალურად რაისიანების იყო. იმას, რომ შენობა შემდეგ გეორგ მხჩიანზე გადაფორმდა, არცერთი მოწმე არ ამბობს”, - ამბობს მხჩიანის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

”ქართული ოცნების” წევრი ბეჟან გუნავა, აცხადებს, რომ მტკიცებულებები რეალური არ არის: ”ძალიან უცნაური ბრალდებაა, რადგან თვითონ ბრალდებაში ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს, რა ყალბი დოკუმენტებზეა საუბარი. ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია გეორგ მხჩიანი ამ ყველაფერში რა შუაშია და ამას პროკურორიც ვერანაირად ადასტურებს. ამიტომ გაუგებარია ჩემთვის, როგორ აპირებენ ისინი პატიმრობა მიუსაჯონ მხჩიანს”.

ასევე გაუგებარია გუნავასთვის ის, თუ ვინ არის დაზარალებული: ”სახელმწიფო? პიროვნება? დაზარალებული არავინაა და ვის ასამართლებენ ან რატომ გაუგებარია”.

სხდომაზე ერთი მოწმის გამოუცხადებლობის გამო სასამართო გადაიდო.

მომავალ სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული მხჩიანიც, რომელიც აქამდე დუმილის უფლებას იყენებს.

- "მხჩიანის დაკითხვა პროცესზე ახალი გარემოება იქნება, მე ჯერ არ ვიცი ის რას იტყვის”, - ამბობს ჯვარიძე.

სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება.

მხჩიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით აქვს წაყენებული, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაჭიანურებული პროცესი
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს
გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს