FM97.5 / LIVE

ლეგაშვილის ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა

მთავარისამართალი 31.01.2013
ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ კახაბერ ლეგაშვილმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა დატოვა.

ლეგაშვილის ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი კახაბერ ლეგაშვილი 2007 წელს ახალქალაქში მშენებარე პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების სარემონტო სამუშაოების შესახებ დაკითხეს.

- ”პოლიციის შენობის გარემონტებაზე დამისვეს კითხვები, სხვა არაფერზე უკითხავთ. თუ ახალი ფაბრიკაცია რაიმე დანაშაულის არ მოიგონეს, ალბათ დაკითხვაზე მოსვლა აღარ მომიწევს. ეს არ იყო ფაბრიკაცია, მაგრამ ბევრი რამის მოგონება შეიძლება”, - გვითხრა დაკითხვიდან გამოსულმა ლეგაშვილმა და იხუმრა, - დაკითხვა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ჩაი ვითხოვე და არ მომიტანეს, არ ჰქონდათ”.

ლეგაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან გიორგი გელხაურთან ერთად იმყოფებოდა.

”კანონდარღვევა არ ყოფილა, მშვიდად ჩაიარა დაკითხვამ”, - განაცხადა გელხაურმა.

ლეგაშვილს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი თემურ გურამიშვილი ჰკითხავდა. მისი თქმით, დაკითხვა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.

- ”ლეგაშვილი მოწმის სახით დაიკითხა. საქმის დეტალების გამხელისგან ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ, მოგვიანებით ყველაფერი ცნობილი გახდება”, - ამბობს გურამიშვილი.

ლეგაშვილი დაკითხვაზე 15:00 საათზე შევიდა. მას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2007 წლამდე ეკავა. ამჟამად კი თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამმართველოს ყოფილი უფროსი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე