FM97.5 / LIVE

‘შტაბის წევრების 70% არსად წასულა’ - როგორ კომპლექტდება 'ევროპელების' ახალციხის შტაბი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.08.2020
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პოსტი გელა დემეტრაძემ დატოვა, შტაბს დროებით ზურაბ ჩილინგარაშვილი ხელძღვანელობს. იგი ამავდროულად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში.

evropelebis axalcixis shtabi
ფოტო: ზურა ჩილინგარაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბმა მუშაობა ზურაბ ჩილინგარაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შტაბის ძველი შემადგენლობიდან ვინ დარჩა პარტიის მხარდამჭერად და ვინ გაჰყვა შტაბის ძველ ხელმძღვანელს, გელა დემეტრაძეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„მე ვერ გეტყვით, რა იყო ადრე, მაგრამ მე რომ მოვედი ამ შტაბში, სულ წავიდა 6 კაცი, ორი ადამიანი წავიდა ადიგენის შტაბიდანაც. ახლა ტელეფონით ვამოწმებთ ვინ დარჩა და ვინ წავიდა, 70% ამბობს, რომ არსად წასულა“, - ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი არ აურჩევიათ: „ჯერჯერობით შტაბის ხელმძღვანელობა მე შევითავსე, ხალხს ვეცნობი, იმიტომ, რომ მე არ მქონია მათთან კავშირი, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით ზუსტად ვინ იქნება შტაბის ხელმძღვანელი, მაგრამ აუცილებლად იქნება. ხვალ მაქვს წარდგენა, მგონი ფოთში და რომ ჩამოვალთ მერე უფრო დავკვალიანდებით“.

ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ახალციხის შტაბი ისევ იმავე შენობაში განაგრძობს მუშაობას, რადგან „ევროპულ საქართველოს“ შენობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს ნაქირავები: „შტაბი იქნება დაახლოებით 30 კაცის შემადგენლობით, რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებიც უკვე ხალხში გავლენ და იქ იმუშავებენ, რამდენადაც მე ვიცი დაახლოებით რაოდენობა იქნება 180-200 ადამიანი“.

ზურაბ ჩილინგარაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 2012 წელსაც იღებდა. მაშინ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ადიგენის ოლქში იყო, ამავე პარტიიდან კი ახალციხის ოლქში კენჭს ვაჟა ჩიტაშვილი იყრიდა. რვა წლის შემდეგ, ორივე მათგანი ისევ მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება, ოღონდ ამჯერად, ჩილინგარაშვილი „ევროპული საქართველოს“, ჩიტაშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება.

ჩილინგარაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და პირიქით, ორივე ძალა გაერთიანდება არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ: „ჩვენ ერთმანეთს ხმებს არ წავართმევთ, რადგან არიან „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ ხმას და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხადამჭერები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას ევროპელებს. ჩემი აზრით, უფრო მეტ ხმებს წავართმევთ დღევანდელ ხელისუფლებას ცალკ-ცალკე, ვიდრე ერთად. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთავრობის წინააღმდეგ“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს
‘ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის შტაბს’ – გელა დემეტრაძე [ვიდეო]
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘ვანომ გვითხრა ნაციონალებში უნდა გადმოხვიდეთო’ – დატოვებენ თუ არა ‘ევროპელები’ პარტიას სამცხე–ჯავახეთში
ვის ეყოლება კანდიდატი არალში შუალედურ არჩევნებზე
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხე-ადიგენი-ასპინძა–ბორჯომის ოლქში ზურა ჩილინგარაშვილი წარადგინა