FM97.5 / LIVE

კომპანია ‘სიტკბო’ -23 წლის ასპინძელი ბიზნესმენის წარმატებისკენ მიმავალი გზა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 19.08.2020
სხვადასხვა ხილის ჩირის სახეობები, კომპოტები, ჯემები, სურნელოვანი ჩაი - ბიო ტექნოლოგიით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს ასპინძაში, 23 წლის ბიზნესმენის კომპანია „სიტკბო“ აწარმოებს. ლექსო სუარიძე ქართულ ბაზარზე საკუთარი პროდუქტის დამკვიდრებისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

leqso-suaridze-1

დაბა ასპინძაში არსებული კომპანია „სიტკბომ“, ბიო ტექნოლოგიებით სხვადასხვა პროდუქციის წარმოება, რამდენიმე თვეა დაიწყო. ბიზნესს სათავეში 23 წლის ლექსო სუარიძე უდგას. ამ ეტაპზე კომპანია თავის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე ცდილობს.

საიდან დაიწყო?

ყველაფერი მცენარეებისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოვლით დაიწყო. ლექსო ბავშვობიდან ეცნობოდა მცენარეებს, მათ თვისებებსა და საიდუმლოებებს. ამაში კი ბებია, ქსენია ზედგინიძე ეხმარებოდა.

qsenia-zedginidze

წარმატებისკენ მიმავალი გზა კი როგორც ყოველთვის შრომასა და თავდადებაზე გადის. ბავშვობაში შინაურ ცხოველებს უვლიდა, მწყემსიც იყო. ბებიას ეხმარებოდა ხოლმე, თუმცა მწყემსად წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ უხაროდა, რომ იცოდა, მთაში უცხო მცენარეებს ნახავდა.

„ვაგროვებდი სამკურნალო მცენარეებს. ბებოს ჰქონდა ეს ინფორმაცია და ის მასწავლიდა, რომელ მცენარეს რა თვისება ჰქონდა. წინაპრებისგან გადმოსული ინფორმაცია და ცოდნა უნიკალურია. დამიჯერეთ, დასაკარგი არაა. მეც ვიზიარებ ამ ცოდნას და ერთ–ერთი ვარ, ვინც ხელს შეუწყობს ამის პოპულარიზაციას და განვითარებას“, - ამბობს ლექსო.

სწორედ ეს ცოდნა ეხმარება ლექსოს ჩაის გემოების შექმნაში.

თავიდან მცირე რაოდენობით, სხვადასხვა ჯიშის მარწყვი, მალინა და ბოსტნეული მოჰყავდა. შემდეგ მიხვდა, რომ უფრო დიდი საქმის დაწყება იყო საჭირო. გააკეთა მარწყვის სათბური, ჰყიდდა ნერგებს და კენკრას, შემდეგ კი ჩირებისა და სხვა „გემრიელობების“ გაკეთების სურვილიც გაუჩნდა. ამ დროს დაიბადა კომპანია „სიტკბოც“.

„ზოგადად, ხილის ნედლად რეალიზაცია, მაცივარში შენახვის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. მაცივარში შენახვის შემთხვევაში, კი ხილი პირვანდელ თვისებებს კარგავს. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი მოწეული მარწყვისგან, გამეკეთებინა მურაბა, შემდეგ ჯემი, შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე წვენების წარმოებაც დავიწყე“.

კომპანია „სიტკბოს“ ნაწარმი, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები

„სიტკბოს“ ჩირები ევრო და ISO-ს სტანდარტისთვის შესაფერისი დანადგარით კეთდება, რომელიც საქართველოშია დამზადებული. ჯემები და მურაბები კი სხვა ტექნოლოგიით მზადდება.

„არსებობს ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა და გამოცდილება. ამ მიდგომაზე დაყრდნობით, დავიწყეთ ჩვენივე რეცეპტების შექმნა. სწორედ ამან გაამართლა. მანამდე, რაც მოვიძიეთ ინტერნეტში, ან გვირჩიეს, ხშირ შემთხვევაში იმ კონკრეტული ხილისთვის და ამ დანადგარისთვის არ იყო მისაღები. ნედლი ხილიდან ჩირის მიღებამდე დაახლოებით 8-12 საათია საჭირო. გააჩნია ხილის სისქეს, კანს და როგორი მდგომარეობაა შიგნით, როგორია ტენიანობაც“.

უკვე დამზადებულ ჩირებს სპეციალურ დანადგარში, ვაკუუმში ინახავენ: „ვაკუუმ აპარატები შევიძინეთ უცხოეთში. სპეციალური შესაფუთი პარკები არსებობს, რომელიც პროდუქტის პირვანდელი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“.

ერთი თვეა მურაბების და კომპოტების მომზადებაც დაიწყეს.

„სიტკბოს“ ამ ეტაპზე 10 შავი და 6 ხილის ჩაის სახეობა აქვს. დამზადებაშიც ჩირის აპარატი ეხმარება, რომელიც მრავალფუნქციურია.

ლექსოს სწორედ მცენარეების ცოდნა დაეხმარა გემოს შექმნაში. ჩაი ოზურგეთიდან და ტყიბულიდან მოაქვთ, თუმცა შემდეგ განსაკუთრებული გემოსთვის, ხილსა და სხვადასხვა მცენარეებს უმატებს. „ვამატებთ, პიტნას, ქონდარს, გვირილას და სხვადასხვა ხილს“.

„სიტკბოს“ პროდუქცია, ლექსოს საკუთარი სახლის ტერიტორიაზე მზადდება. ამ ყველაფრის სწრაფად და ხარისხიანად მომზადებაში კი მთელი ოჯახი და მეგობრები ეხმარებიან. კომპანიის ჩამოყალიბებაში მეგობარი ბექა ბერიძე დაეხმარა. როგორც ლექსო ამბობს, მისი წვლილი უმნიშვნელოვანესია „სიტკბოს“ არსებობისთვის. ამ ეტაპზე ორი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული, თუმცა გაფართოებასთან და განვითარებასთან ერთად სამუშაო, ადგილების შექმნაზეც ფიქრობს.

satburi-3

რეალიზაცია და გეგმები

„სიტკბოს“ ჩირები თბილისში ერთ–ერთ მაღაზიაში იყიდება. თუმცა სამცხე-ჯავახეთში და კერძოდ, ახალციხის რამდენიმე ობიექტზე „სიტკბოს“ პროდუქტი მალე გამოჩნდება.

„ყველა მაღაზიასთან გვექნება მათი შესაფერისი შეთავაზება. ჩვენ შევეცდებით ყველაზე აქტიურად მომუშავე ცნობილ ადგილებში შესვლას. გვინდა რომ ჩვენს რეგიონში ძალინ კარგი, ხელსაყრელი ფასები იყოს მოსახლეობისთვის“.

ყველაზე დიდი გეგმები კი კომპანიას წინ აქვს. მათ თბილისში საკუთარი მაღაზიის გახსნა სურთ, სადაც „სიტკბოს“ ყველა ნაწარმი გაიყიდება. გაჩერებას კი ამაზე არ აპირებენ, რადგან შესაბამისი ხარისხის მოპოვების შემდეგ პროდუქციას ევროპაშიც გაიტანენ.

„მომავალი წლისთვის ჩვენი გეგმები ბევრად უფრო ფართო და დიდია. ვემზადებით, რომ პროდუქცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ რამდენიმე ქვეყანაში, ესენია: გერმანია, იტალია...“.

satburi-4


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში 'პატარა უფლისწული' დადგა [ვიდეო]
ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო [R]
ბორჯომში ეგზოტიკურ ხე–მცენარეებს დარგავენ
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
‘ფრეკოს’ კარტოფილი ფრი სოფელ მუსხიდან [R]