FM97.5 / LIVE

‘ფრეკოს’ კარტოფილი ფრი სოფელ მუსხიდან [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 12.09.2018
კარტოფილის გადამამუშავებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ახალციხეში, სოფელ მუსხში ორი წლის წინ დაარსდა. დღეს კი მისი პროდუქცია მთელ საქართველოში იყიდება და ბაზარზე „ფრეკოს“ ფრი საკმაოდ ცნობილიცაა.

‘ფრეკოს’ კარტოფილი ფრი სოფელ მუსხიდან [R]

„ფრეკო“ კარტოფილის გადამამუშავებელ საწარმოში 20 ადგილობრივი მუშაობს. საწარმო კარტოფილით ძირითადად მუსხელი და ახალქალაქელი გლეხებისგან მარაგდება. მისი მთავარი მიზანი ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა. ამიტომ კარტოფილი ნაკვეთიდან საწარმოო პროცესამდე ლაბორატორიულ შემოწმებას არა ერთხელ გადის. გარდა ამისა, პროდუქციის სადისტრიბუციო მანქანები უკვე ბიო–დიზელის მოხმარებაზე გადავიდა.

„ფრეკოს“ პროდუქცია მომხმარებელთან დამზადებიდან 24 საათის განმავლობაში ხვდება, ამიტომ ის ყოველთვის ახალი და სანდოა. საწარმოს ოპერატიული დისტრიბუცია იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით ბაზარზე მას კიდევ უფრო უპირატესს ხდის.

„ფრეკოს“ დამფუძნებელი ახალციხელი ირაკლი ქურდაძეა. როგორც თავად ამბობს, ასეთი საწარმოს შექმნა მისი ბავშვობის იდეა იყო: „ამას ხელს უწყობდა ჩემი წარმოშობის ადგილიც. თან სკოლის დამთავრების შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე და ჩემი სადიპლომო ნაშრომიც ამ თემასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით კი ოცნება მეგობრებთან ერთად განვახორციელე“.

როგორც ირაკლი ამბობს, მთავარი იდეის განხორციელებაში, ინვესტიციის მოზიდვა იყო: დილემის წინაშე ვიყავით: აგვეღო სესხი ბანკიდან, მოგვეძიებინა უცხოელი ინვესტორი თუ პირადი სახსრებით დაგვეწყო საქმის კეთება. ასევე მნიშვნელოვანი იყო წარმოების პროცესის აწყობა. ჩვენი დიდი ძალისხმევითა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, საწარმოო პროცესიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი პროდუქტი, ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს“.

‘ფრეკოს’ კარტოფილი ფრი სოფელ მუსხიდან [R]საწარმოს დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქტის წარმოებაში გადამწყვეტი ნედლეულის ხარისხია: „ისეთ ჯიშებს ვარჩევთ, რომლებიც დაბალშაქრიანია და აქვს მაღალი მშრალი მასის შემცველობა. მნიშვნელოვანია, რომ კარტოფილის თესლი იყოს არაგენმოდიფიცირებული და ამისთვის სერტიფიცირების ოფიციალურ დამადასტურებელ საბუთს ვიყენებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების კვება, ამიტომ აქ ნაწარმოები პროდუქტი ნატურალურია და ქიმიური დანამატებს არ შეიცავს“.

„ფრეკოს“ ფრი ძირითადად თბილისის, ბათუმის და ბაკურიანის მაღაზიებში, ასევე, ახალციხეში კვების ობიექტებში საღდება. მომხმარებელს მისი შეძენა შეუძლია „გუდვილის“, „ნიკორას“, „ფრესკოს“ და „აგროჰაბის“ მაღაზიების ქსელშიც. სამომავლოდ კომპანია გასაღების ქსელის არეალის გაფართოებას გაგემვას.

„ფრეკოს ჰყავს პარტნიორი, ქართული ჩიფსის კომპანია „ფრიქსი“. ამ ეტაპზე არ ვაწარმოებთ ჩიფსს, თუმცა მომავალი წლიდან ვგეგმავთ ახალი დანადგარების დამონტაჟებას, რაც წარმოებულ პროდუქციას და შესაბამისად მოგებასაც, სამჯერ გაზრდის“, – ამბობს ირაკლი ქურდაძე.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთისთვის კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოს არსებობა განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რადგან აქ ფერმერების დიდი ნაწილი მიწათმოქმედებს მიყვება და კარტოფილი მოჰყავს: „ჩვენი სლოგანიც აქედან მოდის „სიამაყით ახალციხიდან“. ეს გახლავთ 100% ქართული და არაგენმოდიფიცირებული პროდუქცია. მათ ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, ვურჩევ, რომ ყოველ დღე გადადგან ნაბიჯი თავიანთი მიზნის მისაღწევად. საბოლოო ჯამში მოვა დრო, როცა ხორცს შეასხამენ თავიანთ იდეას. მთავარია, თქვენ გჯეროდეს რომ გამოგივა და არ მოექცე სოციუმის უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ“.

‘ფრეკოს’ კარტოფილი ფრი სოფელ მუსხიდან [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ მუსხში ჩიფსების ქარხანა შენდება
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
ახალციხეში კარტოფილი ფრის წარმოება იწყება
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
სოფელ კუმისში თიბისის მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა ®
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს