FM97.5 / LIVE

ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში 'პატარა უფლისწული' დადგა [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2019
ლექსო ჩემია თითქმის ათი წელია რაც დრამატული თეატრის მსახიობია. თოჯინებს კი ხუთი წლის წინ ეზიარა. დღეს, 24 ივნისს ახალციხის თოჯინების თეატრში მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი შედგა.

ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში 'პატარა უფლისწული' დადგა [ვიდეო]

თეატრში ლექსო ჩემიას რეჟისორობით სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა დღეს, 24 ივნისს გაიმართა.

“ეგზიუპერის “პატარა უფლისწულზე” ვმუშაობდით და ვახოს (ვახტანგ ქორიძე, ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რედ.) ვუზიარებდი ჩემებურ ხედვას, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრა, ხომ არ ცდი ამის დადგმასო? შემეშინდა, რადგან, მრავალწლიანი სამსახიობო გამოცდილების მიუხედავად, რეჟისორობა მაინც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, - გვიყვება ლექსო.

როგორც მსახიობს, არაერთ რეჟისორთან უმუშავია, თუმცა თოჯინების თეატრში სპექტაკლი არასდროს დაუდგამს და ამბობს, რომ რთული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ „პატარა უფლისწულის“ სიყვარულით შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა.

„ეგზიუპერის ყველასათვის საყვარელ უფლისწულს შევეჭიდე და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში ჩემ გვერდით თოჯინების თეატრის უძლიერესი გუნდი მედგა. ვახო ყოველთვის გემრიელ შენიშვნებს გვაძლევდა სპექტაკლის მზადების პროცესში, მისი გამოცდილება ფასდაუდებელია“, – ამბობს ლექსო ჩემია.



თოჯინების თეატრში სპექტაკლები, ძირითადად, ბაღის ბავშვებისთვის იმართება. ამიტომ ლექსოს 55–წუთიანი „პატარა უფლისწული“ ერთგვარი რისკიც იყო, ვინაიდან დასწრება მხოლოდ 10 წლის და უფროს ბავშვებს შეუძლიათ, თანაც სპექტაკლი ხანგრძლივია.

„პატარა უფლისწული, რომელიც მეგობარს დაეძებს, სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობს. იქ ხვდება სხვადასხვა ჭეშმარიტებებს. უამრავი საკითხიდან ეს წამოვწიეთ წინ, ვეცადეთ მარტივი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი მხოლოდ პატარებისთვის არაა, აქ იმდენი ფილოსოფიური აზრია, ვისურვებდი რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ნახოს“, – ამბობს რეჟისორი.



თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახო ქორიძე გვიყვება, რომ სპექტაკლი თავიდან სხვა რეჟისორს უნდა დაედგა, თუმცა აღარ გამოჩნდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლექსო თავის საყვარელ ნაწარმოებს დადგამდა.

„4 წელია ჩვენთან მოწვეული მსახიობია. თითქმის ყველანაირი ტიპის თოჯინასთან ჰქონდა შეხება, როგორც მსახიობს. თანა,ც ის მთავარ გმირსაც თამაშობს თავის სპექტაკლში. ფაქტობრივად თან სცენაზე უნდა იყო და, ამავდროულად, საკუთარ თავს გარედან უნდა ხედავდე. ვფიქრობ, მას ეს კარგად გამოუვა“, - გვითხრა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ლექსოს ვკითხეთ, აპირებს თუ არა ისევ მოირგოს რეჟისორის როლი: „თამაშით ისეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ სამუდამოდ ვერასდროს ჩამოვიდოდი სცენიდან პარტერში. ისე კი, არაერთ წარმატებულ მსახიობს ვიცნობ, რომელიც რეჟისორიცაა. იმედია, გამოცდას კარგად ჩავაბარებ“.
სპექტაკლის პრემიერა დღეს, 24 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართა. „პატარა უფლისწულს“ ახალციხელი მაყურებელი მომდევნო კვირას, იგივე დროს, ახალციხის თოჯინების თეატრში იხილავს.



[ავთო ინასარიძე და ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება
ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
როგორ ემზადება ახალციხის თოჯინების თეატრი საახალწლოდ
ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'სამი გოჭი' გაიმართება
თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
'ძალად ექიმი'–  ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება