FM97.5 / LIVE

‘თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზამ’ სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა

მთავარიპოლიტიკა 19.08.2020
დღეს, 19 აგვისტოს პარტია „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზამ“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურა ხუციშვილი წარადგინა.

zura-xucishvili-2

კანდიდატი ახალციხის ცენტრალურ პარკში, 14:00 საათზე პარტიის თავმჯდომარემ, მალხაზ გორგასლიძემ დაასახელა. ღონისძიებას პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„ჩვენ, როცა ერთხელ ვიყავით ხელისუფლებაში მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, ჩვენ არ დაგვცალდა მეორე ეტაპი საქართველოს აღორძინების იმიტომ, რომ მტერი შემოგვესია. რუსეთმა დაიპყრო საქართველო და დღემდე დაპყრობილია. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დავიცვათ, მე პენსიას მოვუმატებ და ვერც ხელფასს მოვუმატებ რატომ მოვატყუო?! ყველა ადამიანის პრობლემას მივიტანთ პარლანეტში“, - ამბობს ხუციშვილი.

პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მათ მესხეთიდან დაიწყეს.

„დღეს საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და მისმა ფლაგმანმა პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლება–ზვიად გამსახურდიას გზამ გადაწყვიტა", რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაეწყო ქალაქ ახალციხიდან და აქ წარადგინა ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ზურაბ ხუციშვილი. ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელებიც მოდიან ეროვნული მოძრაობიდან“, - ამბობს გორგასლიძე.

ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მათ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს და რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებს შეხვდნენ.

zura-xicishvili-3

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მერაბიშვილის სოფლიდან დაიწყო
ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
როგორ ემზადებიან სამცხე-ჯავახეთში პარტიები არჩევნებისთვის
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხე-ადიგენი-ასპინძა–ბორჯომის ოლქში ზურა ჩილინგარაშვილი წარადგინა
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე