FM97.5 / LIVE

როგორ ემზადებიან სამცხე-ჯავახეთში პარტიები არჩევნებისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.07.2020
არჩევნებამდე სამი თვით ადრე, პოლიტიკურ პარტიებს სამცხე-ჯავახეთში აქტიური მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. მათი ნაწილი შტაბების დაკომპლექტების ეტაპზეა, ნაწილი კი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აგვისტოს შემდეგ გეგმავს.

როგორ ემზადებიან სამცხე-ჯავახეთში პარტიები არჩევნებისთვის

აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ახალციხეში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ არ დაუწყიათ. მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ ოპრგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად ხვდებიან. ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში ახალი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან. თუმცა ამისათვის ჯერ მხოლოდ ემზადებიან.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში დასახელებული კანდიდატი საზოგადოებისთვის ოფიციალურად არ წარუდგენია, შტაბში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყეს. მათი ინფორმაციით, მაჟრიტარის შტაბს ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს, მთლიანობაში კი კოორდინაციას დავით ბალიაშვილი გაუწევს.

“კონკრეტული განრიგი უკვე გაწერილია და კარდაკარის პრინციპით უკვე დავდივართ. მე პირადად გახლდით ვალეში, ჯგუფთან ერთად. ძირითადად, ჩვენი გეგმების, კანდიდატის შესახებ ვესაუბრებით. მობილური ჯგუფები იყვნენ სვირში, ურავლის თემში, ყველას თავისი მიმართულება აქვს. ერთი, რაც თვალში საცემია, არის ის, რომ ადამიანებს უნდათ ცვლილება, ხელისუფლება ყელში ჰყავთ ამოსული და ითხოვენ ცვლილებას და ეს უკვე იმედის მომცემია“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის წევრი კობა სანდროშვილი.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა მოსახლეობაში მოწონებას იმსახურებს: „როცა ვეუბნებით, რომ ჩვენი კანდიდატი იქნება ვანო მერაბიშვილი, მოსწონს ხალხს. ვანოს ბევრი აქვს ჩვენი რეგიონისთვის გაკეთებული, გაგვიცოცხლა ისტორია რაბათის ციხის სახით და ამ გადასახედიდან აგრესას არ ამჟღავნებენ, პირიქით, სიყვარულს გამოხატავენ და გარკვეულ სიმპათიას“.

ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო შტაბები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონში აქტივობა არ დაუწყია „ქართულ ოცნებას“. გეგმავენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები უახლოეს მომავალში დაიწყონ: „გავაკეთებთ შესაბამის განრიგს და უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს აუცილებლად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თორემ როგორც მმართველ პარტიას ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ ურთიერთობა მოსახლეობასთან“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.

რაც შეეხება შტაბებს, გვარამაძის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საოლქო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას მასშტაბურ მუშაობაზე გადავლენ: ჯერჯერობით არ ვიცით როდის დაიწყება ეს კამპანია. გუნდის ჩამოყალიბებას რაც შეეხება, ამას დრო აჩვენებს, როგორ და რა მიმართულებით უნდა მოხდეს გუნდის ჩამოყალიბება“.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს” რეგიონში მათ წარმომადგენლებს კარდაკარის პრინციპით შეხვედრები არ დაუწყიათ. ოფიციალურად არც დეპუტატის შესახებ გაუკეთებიათ განცხადება, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ემზადებიან: „ჩვენი ოფისი დაკეტილი არც ყოფილა, ყოველთვის ღია იყო და პრინციპში ყოველთვის წინასაარჩევნო სამზადისი გვქონდა. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ვხვდებით მოსახლეობას, ჯერჯერობით წინასაარჩევნო პროგრამა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცოტა ხანში უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ, ალბათ კარდაკარსაც დავიწყებთ“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

აქტიურ ფაზაში შედის „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაც. ახალციხის რაიონული ორგანზიაციის წევრებს ჯერ მხოლოდ ერთი გასვლა ჰქონდათ, თუმცა მომავალში აპირებენ, რომ მოსახლეობას აქტიურად შეხვდნენ: „საარჩევნო შეხვედრები დავიწყეთ, აწყურის ზონაში რამდენიმე სოფელში ვიყავით, საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს ხალხის, რაც გვახარებს. გვქონდა ტრანსპორტის პრობლემა, გავაკეთეთ მანქანები და დავიწყებთ ყველა სოფელში გასვლას”, - ამბობს „ლელოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე.

მისივე თქმით, „ლელოს“ ოფისები უკვე ფუნქციონირებს ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში. ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კი გახსნას გეგმავენ.

ამ დრომდე უცნობია ვის დააყენებს „ლელო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ინასარიძე ამბობს, რომ კანდიდატის შესარჩევად ისინი ინოვაციურ მეთოდს იყენებენ:

„ინოვაცია შემოვიტანეთ ასეთი, რომ ჩვენი მხარდამჭერები და პარტიის წევრები ვინც არიან, ვთხოვთ გამოხატონ მხარდაჭერა და დაასახელონ ის, ვინც უნდათ რომ იხილონ პარლამენტში. კითხვა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს ეს ადამიანი და მეორე - პირადად, ვინ გინდათ რომ იყოს დეპუტატი. არ ვთავაზობთ სიას, თვითონ ასახელებენ პიროვნებას, ჩვენი რიგებიდან. შეუძლიათ თავიანთი თავიც დაასახელონ“.

ჯერ არც კანდიდატი დაუსახელებით და არც შტაბი აქვთ ბორჯომში „ლეიბორისტული პატრიის“ წარმომადგენლებს. მისი წევრი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ზოგადად ქალაქში აქტიურობა ჯერ არცერთ პარტიას დაუწყია: „ლეიბორისტული პარტიის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი აქტივობა არ არის ბორჯომში, არც სხვა პარტიები აქტიურობენ. მე წამოსვლას ვაპირებ ამ პარტიიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში ოპოზიციას დავუჭერ მხარს, ჩემი რესურსით, რაც გამაჩნია“, - ამბობს ბორჯომში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გიუაშვილი.

ამ დრომდე პარტიას რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში შტაბი არ აქვს.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ბორჯომში გასული არჩევნების დროს აქტიურობდა „პატრიოტთა ალიანსია“. მოსახლეობასთან კონკრეტული შეხვედრები არ დაუწყიათ, თუმცა ახალქალაქსა და ბორჯომში შტაბები ფუნქციონირებს: „კონკრეტული შეხვედრები მოსახლეობასთან ჯერჯერობით არ გვქონია, უბრალოდ, ჩვენი კოორდინატორები ატარებენ გამოკითხვებს: „ვის ისურვებდით მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად პარლამენტში?“, ან „რომელ პარტიას უჭერთ მხარს?“. გვეყოლება ჩვენი დეპუტატი, ჯერჯერობით არ არის დასახელებული, მაგრამ ალბათ იქნება“, - ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი მამუკა ლურსმანაშვილი.

ახალციხეში წინასარჩევნო აქტივობას იწყებს პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“. პოლიტიკური ძალა მაჟორიტარ დეპუტატს ახალციხეში 19 აგვისტოს ოფიციალურად დაასახელებს და სავარაუდოდ კამპანიაც ამ დროიდან დაიწყება:

„ფერისცვალებას, 9 აპრილის მემორიალთან მაჟორიტარის წარდგენა იქნება. კანდიდატი არჩეულია. ადიგენი, ასპინძა, ახალციხე-ბორჯომის ოლქში კანდიდატი მე ვიქნები - ზურა ხუციშვილი. ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქში ვინ იქნება, ეგეც გაირკვევა ამ დღეებში“, ამბობს პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის“ წარმომადგენელი ზურაბ ხუციშვილი.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პარტია ახალციხეში შტაბსაც გახსნის მოსახლეობასთან შეხვედრებსაც დაიწყებს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს უნდა გაიმართოს. ეს დღე 2020 წლის 31 ოქტომბერს უწევს. შესაბამისად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
რომელმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
პოლიტიკური დუმილი ახალციხეში
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში
პოლიტიკური პარტიები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებამდე 46 დღით ადრე
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
‘თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზამ’ სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა