FM97.5 / LIVE

ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 28.09.2020
ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მომღერალი გიორგი ჩიტაური იქნება. იგი პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

პრემიერ-მინისტრობის, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები ლეიბორისტულმა პარტიამ 26 სექტემბერს ოფიციალურად დაასახელა. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, სამცხეში საპარლამენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი გიორგი ჩიტაური იქნება, რომელსაც მოსახლეობა იცნობს, როგორც ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელს.

„მესხეთი ჩვენი სიამაყე, ქართული პოლიტიკის სამშობლოა. ჩვენო მესხებო, მინდა მოგიწოდოთ, არ გაყვეთ სამარცხვინო კანდიდატებს, სამარცხვინო მესხებს. აგერ, კანდიდატად ვაგზავნით ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, გიორგი ჩიტაურს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს. ძალიან მაგარ ახალგაზრდას და ნიჭიერს. მიხედეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მესხეთმა დაიბრუნოს ქართულ პოლიტიკაში წამყვანი პოზიციები, როგორც მას ყოველთვის ეკავა“, - განაცხადა წარდგენისას შალვა ნათელაშვილმა.

თავად გიორგი ჩიტაური ამბობს, რომ უკვე 12 წელია ლეიბორისტული პარტიის წევრია, მაჟორიტარობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას დაეხმაროს:

„ეს ყველაფერი გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ უამრავი წერილი შემოდიოდა, ადამიანები ითხოვდნენ დახმარებას და ვფქირობ, ყველაზე საუკეთესო იყო, კენჭი მეყარა სამცხე-ჯავახეთში. იმისათვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ იმ უკიდურესი გაჭირვების დაძლევაში, რა მდგომარეობაშიც ამ ხელისუფლების ქმედებამ მიიყვანა. ჩემი ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს დღეს ძალიან უჭირთ და ვფიქრობ, რომ მექნება საშუალება, რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგე და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დაიძლიოს სიღარიბის, სიდუხჭირის პრობლემა“, - განაცხადა ჩიტაურმა.

29 წლის გიორგი ჩიტაური სამცხეში, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მეშვიდე მაჟორიტარობის კანდიდატია. ამ დრომდე დასახელებული არიან:

N2 "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - ზურაბ ჩილინგარაშვილი
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - ვაჟა ჩიტაშვილი
N10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი ჩიტაური
N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ - გოდერძი კუბლაშვილი
N29 დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა - გელა კვარაცხელია
N31 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - ზურაბ ხუციშვილი
N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - ანტონ ობოლაშვილი

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში 9 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება