FM97.5 / LIVE

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მერაბიშვილის სოფლიდან დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.09.2020
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სოფელ უდედან დაიწყო. პარტიაში განაცხადეს, რომ ეს სიმბოლურია, რადგან ენმ–ს ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ იმ სოფელში ჰყავს.

ვაჟა ჩიტაშვილი

სოფელ უდეში ვაჟა ჩიტაშვილი სამი დღის წინ იმყოფებოდა, ახლა იგი ამომრჩევლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვდება.

კარდაკარის პრინციპით ჩიტაშვილმა უკვე შემოიარა მირაშხანი, თმოგვი, ნაქალაქევი, ხიზაბავრა, სარო, ნიჯგორი, აწყვიტა, რუსთავი და ოშორა.

„შეხვედრები გაცნობითი ხასიათისაა. ვუხსნი, რომ მე ვარ ენმ–ს კანდიდატი, რომ ოთხ რაიონს ერთი დეპუტატი ეყოლება და ყველა კანდიდატს, მათ შორის ჩემს თავს წარმატებას ვუსურვებ“,-ამბობს ჩიტაშვილი.

მან აღნიშნა, რომ უფრო დაწვრილებით საკუთარი სტრატეგიის და გეგმების თაობაზე, უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიან შეხვედრებს, მხარდამჭერებთან ერთად გამართავს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

პარტიაში გვითხრეს, რომ ვაჟა ჩიტაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სოფელ უდედან იმიტომ დაიწყო, რომ ენმ–ს ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ ამ სოფელში ჰყავს.

ასპინძის შემდეგ ენმ–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასპინძაში, შემდეგ კი ახალციხესა და ადიგენში განაგრძობს.

„შეხვედრებზე პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა მე ვგრძნობ რომელ სოფელში რა პრობლემაა. რომ შევდივარ ეზო-კარ მიდამოზე და დავტრიალდები უკვე ვხვდები რა ხდება კონკრეტულ ოჯახში, სოფელში“, – ამბობს ჩიტაშვილი.

ბოლო მონაცემებით, სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ხუთმა პარტიამ დაასახელა: "ევროპული საქართველოდან" ზურა ჩილინგარაშვილი იქნება, "ქართული ოცნებიდან" – ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, ვაჟა ჩიტაშვილი – "ნაციონალური მოძრაობიდან", "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას" ზურა ხუციშვილი წარმოადგენს, ხოლო "თავისუფალი საქართველო" – გოდერძი კუბლაშვილის წარდგენას გეგმავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში, ისტორიაში პირველად, 120/30 სისტემით ჩატარდება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხე-ადიგენი-ასპინძა–ბორჯომის ოლქში ზურა ჩილინგარაშვილი წარადგინა
'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი