FM97.5 / LIVE

‘ახალციხისა და ბორჯომის მერიებმა ეპარქიებს ყველაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს’ - აი ფაქტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.09.2020
ახალციხისა და ბორჯომის მერიები იმ 10 მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდნენ, რომლებმაც 2016-2020 წლებში ყველზე მეტი თანხა ჩაურიცხეს ადგილობრივ ეპარქიებს. ორივე მუნიციპალიტეტისგან ცალ-ცალკე ეპარქიებისთვის გაცემული თანხა ნახევარ მილიონს აჭარბებს.

‘ახალციხისა და ბორჯომის მერიებმა ეპარქიებს ყველაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს’ - აი ფაქტი

„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში (2016-2020) ახალციხის მუნიციპალიტეტმა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას ჯამში 530 153 ლარი ჩაურიცხა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი - 759 640 ლარი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2016-2020 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ეპარქიებს 18 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საერთო ჯამში მიიღო:

2016 წელს - 3.8 მლნ
2017 წელს - 4.3 მლნ
2018 წელს - 4.3 მლნ
2019 წელს - 4.8 მლნ
2020 წელს - 1.8 მლნ.

10 მუნიციპალიტეტიდან ოთხი, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა მისცეს ეპარქიებს იმერეთში მდებარეობს; ორი სამცხე-ჯავახეთში; სამი-სამეგრელო-ზემო სვანეთში; ერთი კი, შიდა ქართლში.

სამტრედია - 1.05 მლნ ლარი
მესტია - 874 000 ლარი სვანეთი
ბორჯომი - 759 640 ლარი
ხონი - 693 000 ლარი
ზესტაფონი - 656 860 ლარი
ახალციხე - 530 153 ლარი
ფოთი - 438 400 ლარი
წყალტუბო - 389 378
ხაშური - 389 058 ლარი
ზუგდიდი - 380 000 ლარი

არსებობენ ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებსაც 2016-2020 წლებში ეპარქიებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ მიუციათ. ასეთი მუნიციპალიტეტები ძირითადად აჭარასა და კახეთშია:

- ქუბულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი ქედა;
- ახმეტა, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, გარდაბანი, მცხეთა;

რამდენი ლარი ჩაურიცხეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ეპარქიებს, ნახეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული მასალა - „რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები
სამინისტრო:  3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს
რამდენი დახარჯა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2 წელში ხელფასებსა და პრემიებში
'ჩვენ ვაძლევთ და საჭიროების მიხედვით განკარგავენ' – ბორჯომის მერიამ ეპარქიას 4 წელში 759 640 ლარი გადაურიცხა
ვინ რამდენი ლარი დახარჯა მივლინებაში - აუდიტის მონაცემები
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა