FM97.5 / LIVE

'ჩვენ ვაძლევთ და საჭიროების მიხედვით განკარგავენ' – ბორჯომის მერიამ ეპარქიას 4 წელში 759 640 ლარი გადაურიცხა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2020
ბორჯომის მერიამ ადგილობრივ ეპარქიას, ბოლო ოთხ წელში 759 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა. მათ შორის 2020 წლის ბოლო ხუთ თვეში 82 500 ლარი.

'ჩვენ ვაძლევთ და საჭიროების მიხედვით განკარგავენ' – ბორჯომის მერიამ ეპარქიას 4 წელში 759 640 ლარი გადაურიცხა

ინფორმაციას "აი ფაქტი" ავრცელებს. მათ მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, 2016–დან 2020 წლის ჩათვლით, მერიამ ყველაზე მეტი თანხა ბრჯომის ეპარქიას 2019 წელს, 218 000 ლარი გადაურიცხა.

ოთხი წლის მონაცემები ასეთია:

2016 წელი – 170 000 ლარი;

2017 წელი – 130 000 ლარი;

2018 წელი – 159 140 ლარი;

2019 წელი – 218 000 ლარი'

2020 წელი – 82 500 ლარი (მაისის ჩათვლით);

ბორჯომის მერიაში "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტეს, რომ მუნიციპალიტეტი ეპარქიას თანხას ყოველწლიურად ურიცხავს, ისინი კი "საჭიროების მიხედვით განკარგავენ".

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხები ეკლესიების მშენებლობასა და რესტავრაციას ხმარდება, მხოლოდ საპატრიარქოს დაფინანსებით კი ამას ვერ შეძლებენ.

"ვიცი რომ ფოთოლეთის მონასტერში სახურავი გამოიცვალა, ბორჯომში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია იხატება (მარტო გუმბათი დარჩა) და მის გვერდით შენობა გაკეთდა. ეკლესია გავაკეთეთ საკოჭავში, აქ დაიხარჯა თანხები, მაგრამ კონკრეტულად რამდენი ვერ გეტყვით. ეს ყველაფერი გაკეთდა ამ სამ წელში, რაც მეუფე ჩამოვიდა", – ამბობს ბორჯომის აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა არჩილი.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე 2017 წელს დაინიშნა, მასთან დაკავშირება "სამხრეთის კარიბჭემ" ვერ შეძლო, აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ ეპისკოპოსი ეპარქიაში არ არის და მის ტელეფონის ნომერსაც ვერ მოგვცემს.

[თინათინ ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს
რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები
ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87 212 ლარი დახარჯა
‘ახალციხისა და ბორჯომის მერიებმა ეპარქიებს ყველაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს’ - აი ფაქტი
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი ეპარქიას ტოვებს
მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“