FM97.5 / LIVE

რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.11.2019
ახალციხის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული 200 000 ლარი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი, ძირითადად, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებასა და კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება

დაფინანსება იმ ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას გულისხმობს.

ქალაქის მერიაში არ გვპასუხობენ, ზუსტად რამდენი დასჭირდება ტაძრის დასრულებას, თუმცა ადასტურებენ, რომ 200 ათასი ლარის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე დაიხარჯება. „ჩვენი მიზანია, არა მარტო ახალციხის ციხე იყოს ტურისტებისათვის სასიამოვნო საყურებელი, არამედ მთელი ქალაქი. რაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ეს [ტაძარი] დასრულდეს გავაკეთებთ. მანდ მარტო ეკლესია არ არის, მანდ ინფრასტრუქტურაც არის მოსაწყობი“, - ამბობს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

კითხვაზე, თუკი მერია თანხის დიდ ნაწილს ერთი მართლმადიდებლურ ეკლესიისთვის დახარჯავს, როგორღა მოახერხებს სხვა რელიგიური კონფესიების ხელშეწყობას, გურამ მელიქიძე გვპასუხობს, - „დაგეგმვით ჯერ არ დაგეგმილა. ამას აქვს თავისი წესი და წესის მიხედვით მოხდება. აუცილებლად უნდა იყოს მიბმული [საკითხი] ინფრასტრუქტურასთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რომ აქედან გამომდინარე მოხდეს ამ მუხლიდან თანხის დახარჯვა“.

9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე ეკლესიას ძეგლის სტატუსი არ აქვს. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს კერძო პირმა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელში, მისი გარდაცვალების გამო, სამუშაოები შეჩერდა. მშენებლობის გასაგრძელებლად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ ახალციხის მერიას 100 000 ლარის მოთხოვნით მიმართა.

ეპარქიამ 100 000 ლარი პირველად 2015 წელს მიიღო. იმავე ოდენობის თანხით დააფინანსა მერიამ მშენებლობა 2016 წელსაც.

2017 წელს ტაძრის მშენებლობის დაფინანსების საკითხმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. ამის მიუხედავად, ეპარქიას თანხა მაინც გამოუყვეს, თუმცა მოთხოვნილი 100 000 ლარის ნაცვლად, 80 000 ლარი.


2018 წელს, ტაძრის ფასადის დასასრულებლად და ასევე, ტაძრის სახურავის გასაკეთებლად ასევე 100 000 ლარი გაიწერა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ახალციხეში შვიდზე მეტი რელიგიური კონფესიაა.

მათგან:

მართლმადიდებლური - 60.29%
კათოლიკური - 21.02%
სომეხთა სამოციქულო - 17.16%
იეჰოვას მოწმეები - 0.24%
მუსლიმური - 0.06%
იუდეური, იეზიდური დ სხვა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 წლებში, ახალციხის მერიას არცერთი სხვა რელიგიური კონფესია არ დაუფინანსებია.

2018 წლის 15 მარტს, ახალციხის თვითმმართველობას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ამავე ეპარქიის შეუფერხებელი მუშაობისთვის, ადმინისტრაციული ხარჯისა და ხელფასის უზრუნველყოფის მიზნით 30 000 ლარით დაფინანსება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ახალციხის მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციულ ხარჯსა და ხელფასს თვითმმართველობა მათ ვერ დაუფინანსებდა.

სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს მერიისთვის დაფინანსების მოთხოვნით არც მიუმართავთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები
20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო
მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“
რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები
100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა