FM97.5 / LIVE

ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2020
"თავისუფალი საქართველოს" ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს. მის მთავარ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიის თანამშრომლები, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. სპეკულაციად აფასებენ მის პროტესტს ადიგენის მერიაში.

ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია

რას აპროტესტებს გოდერძი კუბლაშვილი

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მისი სარჩელი ადიგენის მერიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც გოდერძი კუბლაშვილს, თავისი ნაკვეთის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება არ მისცა. კუბლაშვილი აცხადებს რომ მას ეს მიწა კანონით ეკუთვნოდა, თუმცა აღიარების კომისიამ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადიგენის მერის დავალებით, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

გოდერძი კუბლაშვილი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ითხოვს, რომ ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიის ექვსივე წევრმა სამსახური დატოვოს.

გარდა ამისა, ის ითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეისწავლოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერები.

"მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კორუფციული გარიგებები. ჩემი თვალით ვხედავ, რა ხარისხით სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მოვითხოვ ჩამოიყვანონ სპეციალისტები და გადამოწმდეს ჩატარებული ტენდერები“ – აცხადებს კუბლაშვილი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს არ ასახელებს.

მისი თქმით, მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში შიმშილობას გააგრძელებს.

რა პოზიცია აქვს ადიგენის მერიას


ადიგენის მერიაში, გოდერძი კუბლაშვილის პროტესტს, სპეკულაციად აფასებენ და ამბობენ, რომ მან პროტესტის ამ ფორმას, საკუთარი თავის პიარისთვის მიმართა, რადგან ის დეპუტატობისთვის იყრის კენჭს.

მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მამუკა ბუიღლიშვილი, რომლის სამსახურიდან გათავისუფლებასაც კუბლაშვილი ითხოვს, დეპუტატობის კანდიდატის გადაწყვეტილებას პროტესტის თაობაზე ასე აფასებს: „ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვერ ვხვდები რას აკეთებს [გოდერძი კუბლაშვილი], ერთი ვერსია მაქვს, რაკი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს, ცდილობს რომ ხალხის და მედიის ყურადღება მიიქციოს. სხვა შემთხვევაში დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას და კანონის აღსრულებას“.

ბუიღლიშვილის განმარტებით, ის მზადაა დაკავებული თანამდებობა დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერება, რომ კომისიამ აუცილებლად უნდა უღიაროს კუბლაშვილს მიწის ნაკვეთი.

„სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, თუ სასამართლო მე დამავალებს, ვუღიარო კუბლაშვილს მიწის ნაკვეთი და თუ ვიქნები გამტყუნებული მაგ საქმეში, მე ჩავატარებ სხდომას, აღვასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმ დღესვე დავტოვებ თანამდებობას“ – ამბობს ბუიღლიშვილი და ამატებს რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

გარდა ამისა, მიწის აღიარების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კომისიის საქმიანობაში ადიგენის მერის რაიმე სახით მონაწილეობა სრული აბსურდია. იმავეს ამბობს ადიგენის მერი, ზაქარია ენდელაძეც.

რა ვიცით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

ახალციხის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, კუბლაშვილისთვის მიწის ნაკვეთის აღიარების საქმეზე, მოსამართლემ დეპუტატობის კანდიდატის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს რომ ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიამ, კუბლაშვილისთვის მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარების საკითხი ხელახლა განიხილოს და ძველი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა დეპუტატობის კანდიდატს მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე, ბათილად იქნას ცნობილი.

მამუკა ბუიღლიშვილის თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, არ ნიშნავს იმას, რომ მიწის აღიარების კომისიამ უკანონო ქმედება ჩაიდინა და ამის გადაჭრით თქმა, სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილების ჩაბარებამდე არ იქნება სწორი.

„ამით სასამართლომ კუბლაშვილს მისცა შანსი, სხვა გარემოებებით დაამტკიცოს, რომ მიწის ნაკვეთით ნამდვილად ის სარგებლობდა და ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში, კომისიან უღიაროს ან არ უღიაროს მიწის ნაკვეთი“ – განმარტავს ბუიღლიშვილი.

გოდერძი კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ბუიღლიშვილის ეს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგობას ნიშნავს.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს, პროტესტის პირველსავე დღეს, სამხარეო ადმინისტრაციასთან სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული შეხვდა. მისი თქმით, ბესიკ ამირანაშვილი საკითხში გარკვევას შეჰპირდა. „სამხრეთის კარიბჭემ“ სამხარეო ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევა ბესიკ ამირანაშვილთან სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა, სამსახურში კი არ დაგვხვდა.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა
‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს