FM97.5 / LIVE
უშედეგოდ ცდილობს.">

„ფარავან ჰესის“ მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

მთავარიეკონომიკა 19.12.2013
ხერთვისის მკვიდრი ალეკო ციხელაშვილი, მას შემდეგ, რაც ”ფარავან ჰესის” მშენებლობა დაიწყო, მისგან მიტაცებული 13 მეასედის დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს
ციხელაშვილების მრავალსულიან ოჯახს, მანადე სანამ ნაკვეთს „ურბან ენერჯი“ ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენებდა, აქ ხეხილის ბაღი და სახნავ-სათესი ფართობი ჰქონდა. ოჯახი თავს, სწორედ ამ კნაკვეთზე მოყვანილი მოსავლით ირჩენდა.

„წელიწადზე მეტი გავიდა, ათასი დოკუმენტი შევაგროვე, სად აღარ მივედი, სასამართლოშიც ვიჩივლე, მაგრამ ამ საქმის ბოლომდე მისვლას საშველი არ დაადგა“, - ამბობს ალეკო ციხელაშვილი, რომელსაც ”ფარავან ჰესზე” მუშაობისას საწარმოო ტრამვა აქვს მიღებული, ხელჯოხების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია და შესაბამისად შრომისუუნაროა.

ციხელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და 13 მეასედი მიწის ნაკვეთის მასზე რეგისტრირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამიტომ ახლა ციხელაშვილი ახალი ადმინისტრაციული სარჩელის შესატანად ემზადება. ამჯერად ადმინისტრაციული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.

„ახლა ექსპერტიზას ველოდებით, რომელმაც უნდა დაადგინოს ის, რომ ციხელაშვილის მიწის ნაკვეთი „ურბან ენერჯიმ“ გადაფარა, ამის შემდეგ შევიტანთ სარჩელს თბილისისი საქალაქო სასამართლოში და ფულად კომპენსაციას მოვითხოვთ“, - გვიხსნის ალეკო ციხელაშვილის ადვოკატი თამაზ კვახაძე.

მისი განმარტებით, იმისთვის რომ ექსპერტიზა დაიწყოს, ჯერ ციხელაშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიწის განაწილების სია უნდა გამოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ ციხელაშვილებს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 1944 წლიდან აქვს. მათ თან აქვთ, მიწის საკუთრებაში არსებობის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტიც, თუმცა მიუხედავად ამის გასული წლის 18 იანვარს, როცა ციხელაშვილებმა აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გააკეთეს და ფართობის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოინდომეს, (რადგან კანონში ამ მხრივ ცვლილებები შევიდა), ასპინძის საჯარო რეესტრში განუცხადეს, რომ მიწა მას არ ეკუთვნოდა. როგორც მოგვიანებით ციხელაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გაარკვია, სამინსიტრომ 2007 წლის 11 დეეკმბერს აღნიშნული ბაღი შპს ”საქართველო ურბან ენერჯის” მიჰყიდა, რომლის დამფუძნებლებიც თურქები არიან.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე ]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარავნის ჰესი
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება დაჯარიმდება

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს