FM97.5 / LIVE

დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა

მთავარისიახლე, სამართალი 02.10.2019
დღეს, ორ ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე დეპუტატის სიმამრს იმ მიწის უკანონოდ მისაკუთრებაში სდებს ბრალს, რომელსაც მისი ოჯახი წლების მანძილზე იყენებდა.

დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა

მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ეკა აბაშიძე იცავს. იგი მოსამართლე გია ბერაიას წინაშე რამდენიმე შუამდგომლობით წარდგა.

ერთ–ერთი საკითხი, რომელიც აბაშიძემ დააყენა, წყლის კოლექტორს ეხებოდა. კოლექტორის ნაწილი იმ მიწის ქვეშ გადის, რომელიც დეპუტატის სიმამრს აქვს დარეგისტრირებული.

სასამართლოს ესწრებოდა მიწის აღიარების კომისიის წარმომადგენელი დათო სამხარაძე, მისი თქმით, როდესაც პიროვნებას მიწა საკუთრებაში გადასცეს, მოაგროვეს ყველა დოკუმენტი, რითაც ირკვეოდა, რომ მიწის ქვეშ არაფერი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც მიწაზე მშენებლობა დაიწყეს, კოლექტორის ნაწილი გამოჩნდა.

„ეგ მიწა ჩემს საკუთრებაშია წლებია. მიწა რომელიც მე არ მეკუთვნოდა და დავირეგისტრირე სულ რაღაც 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი იყო. ამ ორი მეტრის გამო მოეწყო ეს სასამართლო, რატო თავის დროზე არ დააყენა საკითხი იმ კაცმა, მე 2017 წელს დავირეგისტრირე. არ ვიცოდი რომ მანდ კლექტორი გადიოდა, მშენებლობა რომ დავიწყე მერე გამოჩნდა, თუმცა მაგას ხელს არ ვუშლი“, – თქვა დეპუტატის ნათესავმა.

ამაზე მოსამართლე ბერაიამ რამდენიმე კითხვით მიმართა მხარეს. „კოლექტორი მოაქციეთ კერძო საკუთრებაში? რამე რომ იყოს, ხვალ სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტმა კერძო საკუთრებას უნდა მიმართოს და თანხა უნდა ვუხადოთ?, – იკითხა ბერაიამ.

ამაზე მხარემ უთხრა, რომ ქალაქში თითქმის ყველა შენობა კოლექტორზე და არხზე დგას.

ამას გარდა, მოსამართლემ მიწის აღიარების კომისიის წარმომადგენლისგან სადავო მიწის ნაკვეთის ადგილის დათვალიერების ოქმი მოითხოვა, რომელიც არ ჰქონდათ. “ოქმის გარდა, საქმეში, ასევე, არ დევს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის განკარგულება“, – თქვა ბერაიამ.

მოპასუხეს ამ და სხვა კიდევ რამდენიმე საბუთების წარსადგენად მოსამართლემ სამი დღის ვადა მისცა.

ადვოკატმა აბაშიძემ, ასევე, რამდენიმე მოწმის დაკითხვაზე და სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებაზე იშუამდგომლა, რაც მოსამართლემ დაუკმაყოფილა.

საქმის განხილვა 22 ოქტომბერს გაგრძელდება.

სადავო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი ადვოკატმა ეკა აბაშიძემ შეიტანა. იგი იმ ადგილობრივის ინტერესებს იცავს, რომელიც ამბობს, რომ მანველიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს მისი ოჯახი წლების განმავლობაში ეპატრონებოდა და დაკანონებისთვის საქმეც დაწყებული იყო, თუმცა მოულოდნელად მიწა ახალციხის საკრებულოს დეპუტატის სიმამრმა დაისაკუთრა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს
‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა