FM97.5 / LIVE

კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

მთავარისიახლე, განათლება 06.08.2020
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის კოლეჯ „ოპიზარში“ პროგრამების ჩამონათვალი გაიზარდა. დაწესებულებაში სწავლა ოქტომბრიდან დაიწყება.

opizari 2

დღეს, 6 აგვისტოს ახალციხის კოლეჯ „ოპიზარში“ ღია კარის დღე გაიმართა. დაწესებლების ადმინისტრაციამ სტუმრებს უკვე არსებული და ახალი პროგრამების ჩამონათვალი გააცნო.

მიმდინარე წელს, კოლეჯი პროფესიული განათლების მსურველთათვის მიღებას 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს. მათგან 8 ახალია:

• საბაჟო საქმე;
• საფინანსო სერვისები;
• საოფისე საქმე;
• თმის მომსახურება;
• სამკერვალო წარმოება;
• კულინარიის ხელოვნება;
• ფერმერობა;
• აგრომექანიზაცია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებით.

მათი ინფორმაციით, შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას, მათთვის საკონკურსო ქულა სპეციალური კოეფიციენტით დაანგარიშდება და ექნებათ საკონკურსო უპირატესობა.

პროგრამებზე, რომლებზეც მოთხოვნადია ბაზარზე, მაგრამ არ არის პოპულარული ახალგაზრდებს შორის, თუ არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე კოლეჯის შიდა შერჩევის გზით.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და ჩარიცხვა მოხდება წელიწადში ერთხელ.

დღესვე ადგილზე დარეგისტრირდნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ვერ შეძლეს ონლაინ დარეგისტრირება.

"ღია კარის დღე შედგა იმისათვის, რომ პირველ რიგში აპლიკანტებისთვის გაგვეცნო ის პროგრამები, რომლებზეც ახლა გავიარეთ ავტორიზაცია და მათთვის ცნობილი არ იყო. კოლეჯში სწავლა ოქტომბრის თვიდან განახლდება, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და ჩარიცხვა მოხდება წელიწადში ერთხელ",- გვითხრა კოლეჯ "ოპიზარის" დირექტორმა ბელა ავალიშვილმა.

"ოპიზარი" 2020 წელს, 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მირებას 10 აგვისტომდე აცხადებს. პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე კი, რეგისტრაცია 6 აგვისტოს იწყება და 1-ლი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Opizari

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის ტესტირების დღე ცნობილია
‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ 390 აპლიკანტი დარეგისტრირდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა