FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

მთავარისიახლე, განათლება 03.08.2020
2020 წელს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხ პროფესიულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს. მათგან: საექთნო განათლების, საბაჟო საქმის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა ავტორიზაცია ახლახანს გაიარეს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

პროფესიული პროგრამების შესახებ დღეს, 3 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ ვიდეო ჩართვაში ისაუბრა. მისი თქმით, სამი ახალი პროფესიული პროგრამა, რომლებმაც ავტორიზაცია გაიარეს, სწავლის შესაძლებლობას აძლევს, როგორც აბიტურიენტებს, ისე არასრული საშუალო განათლების მქონე (ცხრა კლასი) პირებს.

“საექთნო განათლება ახალი სტანდარტის, ახალი ჩარჩო-დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამაა. იგი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ასევე მეხუთე საფეხურის პროგრამაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აძლევს მეხუთე საფეხურის, უმაღლესი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს“- განმარტა ვიდეო ჩართვაში რექტორმაა.
მისივე თქმით, პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტებსა და კლინიკურ მოდულებს ახალციხის „ევექსის“ საავადმყოფო და „სიცოცხლის ხე“ განახორციელებენ.

რაც შეეხება საბაჟო საქმის პროფესიულ პროგრამას, ის ახალქალაქში , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში განხორციელდება. აღნიშნული პროგრამა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სწავლის პერიოდში საერთო საცხოვრებლით ისარგებლონ.

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საგანმანათლებლო პროგრამა ინტეგრირებული მოდულების მეშვეობით წარიმართება და 3 წლიანია. ეს მოდული გულისხმობს იმას, რომ ამ პროგრამაზე მოხვედრა შეეძლებათ არასრული საშუალო განათლების (9 კლასი) მქონე აპლიკანტებს, რომლებიც შესაბამის გამოცდას ჩააბარებენ. ამასთან ერთად, პროგრამის დამთავრების შემდეგ, სტუდენტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს მიიღებს და იგი მე-12 კლასის ატესტატთან იქნება გათანაბრებული.

„ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც აძლევს შანსს სწორედ ცხრაკლასდამთავრებულებს, ვისაც არ აქვს სრული, ზოგადი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩააბარონ ერთი გამოცდა“- განმარტავს მაკა ბერიძე.

გარდა ამ სამი პროგრამისა, უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს ბუღალტრული აღრიცხვის საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამებზე რეგისტრაცია www.vet.emis.ge-ზე, 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ეთნიკურ უმცირესობებს გამოცდების ჩაბარება მშობლიურ ენაზე შეეძლებათ, თუმცა სწავლება სახელმწიფო ენაზე განხორციელდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
უნივერსიტეტში ორმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა