FM97.5 / LIVE

415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 10.04.2017
ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში, ცხრა სხვადასხვა პროფესიული პროგრამის გავლა, 415 მოქალაქეს სურს.

415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდა. ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში, „ოპიზარში“, რომელიც ერთადერთია ამ ეტაპზე ახალციხეში, სადაც პროფესიულ პროგრამებზე მიღება იყო გამოცხადებული, 175 ვაკანტური ადგილია. სასწავლებლის ხელმძღვანელის ბელა ავალიშვილის თქმით, კონკურსი თითქმის ყველა პროფესიულ პროგრამაზე იქნება.

კოლეჯში სასწავლო პროგრამა ცხრა მიმართულებით არსებობს. აქ მზარეულის, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტის, კონდიტერის, მცენარეების დამამზადებლის, შემდუღებლის, ინტერნეტ ტექნოლოგის, ბუღალტერის, თმის სტილისტისა და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი.

კოლეჯში სწავლის მსურველებისთვის პრეტესტი 22 აპრილს ჩატარდება, ხოლო გამოცდა 23 აპრილს.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

ისევე როგორც წინა წელს, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდა. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასოა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის ტესტირების დღე ცნობილია
კოლეჯი ‘ოპიზარი’ წელს 175 სტუდენტს მიიღებს
‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილება შესაძლებელია
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო