FM97.5 / LIVE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.03.2016
28 მარტიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გასავლელად მსურველებმა პროფესიულ სასწავლებლებს, საინფორმაციო ცენტრებს ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ახალციხეში სწავლა ორ საგანამანათლებლო დაწესებულებაში შეუძლიათ. საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ოპიზარმა" და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიღება სხვადასხვა მიმართულებით გამოაცხადეს.

მსურველებს უნივერსიტეტში სწავლა ორ პროგრამაზე შეუძლიათ:
ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირება;
ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ კოლეჯ "ოპიზარს", აქ 9 პროგრამაზე 161 ადგილია გამოცხადებული.
მცენარეების დამამზადებელი;
ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი;
კონდიტერი;
მზარეული;
ბუღალტერი;
ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი);
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;
შემდუღებელი;
თმის სტილისტი.

სწავლების ხანგრძლივობა მინიმუმ რვა თვე და მაქსიმუმ წელიწად–ნახევარია.

„23 აპრილს მისაღები გამოცდები გვექნება. ყველა მიმართულებაზე სავალდებულოა ზოგადი უნარების ჩაბარება და ასევე პროფილის მიხედვით, დარგობრივი გამოცდა. გამოცხადებული პროგრამებიდან მხოლოდ ელექტრიკოსისა და თმის სტილისტის მიმართულებაა მოდულური, ამ მიმართულებით სწავლა წელიწად–ნახევრი იქნება“, – განმარტავს საზოგადოებრივ კოლეჯ "ოპიზარის" ხელმძღვანელი ბელა ავალიშვილი.

პროფესიულ პროგრამებზე ასაკი შეზღუდული არ არის. სწავლის მსურველებს შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით, სასურველ პროფესიას დაეუფლონ.

სასურველი პროგრამისა და კოლეჯის/უნივერსიტეტის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge) და პროფესიული განათლების ვებ-პორტალზე (www.vet.ge).

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით გადიან, რაც პროფესიის მოსინჯვის გზით მათთვის პროფესიის შერჩევას გულისხმობს.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ტესტირებას მშობლიურ ენაზე გაივლიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა