FM97.5 / LIVE

‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 10.04.2018
ახალციხეში, კოლეჯ „ოპიზარში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადების შეტანა მსურველებს 22 აპრილამდე შეუძლიათ.

‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

შემდუღებლის, მზარეულის, ვეტერინარის, სტილისტის, ინფორმაციის ტექნოლოგიისა და მეთევზის პროფესიებზე სასწავლებელი 82 სტუდენტის მიღებას შეძლებს.

როგორც "ოპიზარის" დირექტორი ბელა ავალიშვილი ამბობს, სამ პროფესიაზე – სტილისტის, ინფორმაციის ტექნოლოგიის და მეთევზის – სწავლება მოდულური პროგრამით იქნება: „ეს განსხვავებული სწავლების სტილია. სასწავლო საკითხები მოდულებადაა დაყოფილი და ამ მოდულებშია ჩაშლილი კრედიტები. მაგალითად, ვეტერინარიაში არის მოდული ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება, სტუდენტმა შეიძლება გაიაროს ეს მოდული და იყოს ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი. მას ამისი დამადასტურებელი სერთიფიკატიც ექნება“.

სასწავლებელში, განაცხადების მიღება დღეს, 10 აპრილს დაიწყო და 22 აპრილს დასრულდება. რეგისტრაციის გასავლელად პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებია საჭირო. დარეგისტრირება ონლაინ, ასევე კოლეჯსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრშია შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სტუდენტები ჯერ პრეტესტებს გაივლიან, შემდეგ კი ტესტებს დაწერენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოლეჯი ‘ოპიზარი’ წელს 175 სტუდენტს მიიღებს
კოლეჯი ‘ოპიზარი’ გაზაფხულის სემესტრში 187 სტუდენტს მიიღებს
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ®
ახალციხის  კოლეჯში სწავლების გერმანული მოდელი დაინერგება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი