FM97.5 / LIVE

რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დღეს, 5 მაისს ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ დაათვალიერა. მან აღნიშნა რომ ბაზრის ინფრასტრუქტურა მზადაა ფუნქციონირებისთვის, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც აქვს. ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით, ბაზარი კვირა დღეს არ იმუშავებს.

რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ

დღეს, 5 მაისს აგრარული ბაზარი გაიხსნა, მინისტრის მოადგილემ ობიექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და იმ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელის დაცვაც ბაზრის მუშაობისას აუცილებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია. ერთია რომ აქ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწყობილი და შემიძლია დავადასტურო რომ არის, მაგრამ მეორეა როგორ გაგრძელდება ამ ბაზრის მენეჯმენტი. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ჩატარდეს თერმოსკრინინგი და ყველა ის ღონისძიება რომელიც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისთვის“ – აღნიშნა პავლიაშვილმა.

მისი თქმით ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქცია დახლებზე უნდა იყოს მოთავსებული. რძის პროდუქტების სექციაში მოვაჭრეებს თეთრი ხალათები უნდა ეცვათ, ასევე ყველასთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

„პროდუქცია არ უნდა იყოს დაბლა, მიწაზე განთავსებული, ყველა უნდა იყოს შესაბამისი სიმაღლის მაგიდებზე განთავსებული. დახლებს შორის უნდა იყოს სივრცე, ადამიანებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია, სადაც იყიდება ხორცი, ყველი, უნდა იყოს მოწესრიგებული ხელსაბანი, ტრაპი და უამრავი სხვა რამ, რაც ამას სჭირდება“.

სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ სთხოვა კონტროლი გაუწიონ ბაზრის ტერიტორიაზე ყველა საჭირო რეკომენდაციების დაცვას.

მინისტრის მოადგილე ახალციხის ბაზარში პირველ მაისს იმყოფებოდა, მისი რეკომენდაციების შემდეგ ბეტონის ფილებით შემოიღობა ტერიტორია, დარჩა მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში ბაზარი მუშაობას ისევ შეწყვეტს.

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობდა, დღეიდან კი ობიექტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.

რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო
ვფიქრობთ ახალციხის ბაზარი ორშაბათიდან გაიხსნება – სოლომონ პავლიაშვილი
ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები