FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის

მთავარისიახლე, განათლება 05.07.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აკრედიტაციისთვის განათლების სამინისტროში ხუთი პროგრამა აქვს წარდგენილი.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის

განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საკრედიტაციო საბჭოს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხუთი პროგრამა წარუდგინა: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო და აგრონომიის საბაკალავრო.

მათ შორის, პირველი სამი პროგრამის შესახებ პასუხი ცნობილი სექტემბრამდე იქნება: „მათ შესახებ განცხადება მარტში შევიტანეთ და ამიტომ შედარებით მალე გავიგებთ გაივლიან თუ არა აკრედიტაციას. დანარჩენ ორზე კი განაცხადი სულ რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ და დრო მეტი დასჭირდება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

მისი თქმით, აკრედიტაცია სამ ეტაპს მოიცავს: „პირველი ეტაპი პროგრამების შესახებ დოკუმენტების წარდგენას გულისხმობს. მეორე ეტაპზე უცხოელი ექსპერტები ჩამოდიან უნივერსიტეტში, იღებენ ინტერვიუებს და უნივერსიტეტს ამოწმებენ, ხოლო მესამე ეტაპზე უკვე ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციო საბჭოზე ექსპერტთა მიერ დაწერილი დასკვნები განიხილება“.

როგორც ბერიძე ამბობს, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა პროგრამამ ორი ეტაპი, წარდგენა და ვიზიტი უკვე გაიარა: „ახლა შედეგებს ველოდებით“.

უნივერსიტეტში 20-მდე საბაკალავრო, 10–მდე სამაგისტრო, ხუთი სადოქტორო პროგრამაა. მათი აკრედიტაციისთვის სასწავლებელს ვადა 2023 წლამდე აქვს. 2020 წელს კი უნივერსიტეტმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
უნივერსიტეტში ორმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
რომელ ფაკულტეტებზე ისწავლით სახელმწიფოს დაფინანსებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება