FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 03.08.2017
2017 – 2018 სასწავლო წელს, სახელმწიფო, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5 ფაკულტეტზე, 320 ადგილს აფინანსებს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტებისა/საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

წელს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს 79 საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც სწავლის საშუალება 5655 სტუდენტს ექნება.

დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 350 ადგილი;
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 970 ადგილი;
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 320 ადგილი;
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 7 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 230 ადგილი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 460 ადგილი;
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 200 ადგილი;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1225 ადგილი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 18 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1900 ადგილი;

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ფინანსდება
• ისტორია – 60 ადგილი;
• ქართული ფილოლოგია – 60 ადგილი;
• ეკონომიკა – 100 ადგილი;
• აგრონომია – 40 ადგილი;
• დაწყებითი განათლება – 60 ადგილი;


განათლების სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში. ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ცნობილია
რომელ ფაკულტეტებზე ისწავლით სახელმწიფოს დაფინანსებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ
სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დაემატა
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს