FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძე აცხადებს, რომ მინარეთის დაბრუნების საკითხი ფრაქცია "რესპუბლიკელების" ინიცირებული არ ყოფილა.

ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა
მისი განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე მინარეთის დაბრუნების ნებართვის გაცემა-არგაცემის საკითხი მან დააყენა.

"გამგეობიდან იყო შემოსული ნებართვის გაცემაზე დოკუმენტაცია, ყველაფრით სრულყოფილი. ერთპიროვნულად რომ არ გადამეწყვიტა, გავიტანე სესიაზე და დეპუტატებს დავუყენე საკითხი. ინიცირებული არავისგან არ იყო, მე დავსვი საკითხი და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ემზარ ენდელაძემ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 დეპუტატია, გუშინ, 27 ნოემბერს, გამართულ სხდომას 18 მათგანი ესწრებოდა. ემზარ ენდელაძის თქმით, კენჭისყრისას თავი მხოლოდ ორმა დეპუტატმა შეიკავა, ორივე მათგანი "ქართული ოცნებიდანაა". რაც შეეხებათ "რესპუბლიკელებს", ფრაქციაში 5 წევრია, სხდომას 4 ესწრებოდა და საკითხს ოთხივემ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს, "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მინარეთის დაბრუნება ადიგენის საკრებულის ფრაქცია "რესპუბლიკელების" ინიციატივა იყო, რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ჭელაში მინარეთი ბიძნა ივანიშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით აღდგა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვისი ინიციატივა იყო მინარეთის დაბრუნება
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი გათავისუფლებას გადაურჩა
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
გოდერძი კუბლაშვილი: 'ქრისტიანებს დამცველი არ გვყავს'
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ადიგენის გამგებელი:  'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'