FM97.5 / LIVE

ვისი ინიციატივა იყო მინარეთის დაბრუნება

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ჭელაში მინარეთი ადიგენის საკრებულოს "რესპუბლიკური" ფრაქციის ინიციატივით დაბრუნდა, "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

ვისი ინიციატივა იყო მინარეთის დაბრუნება
"სოფელ ჭელაში მინარეთი აღმართეს, რაც პირდაპირი და აშკარა პროვოკაციაა" - ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

ბაღათურიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დროულად აღკვეთოს პროვოკაცია.ამავე დროს, იმოქმედოს მშვიდად. მისივე განცახდებით, ერმა ზიზღი უნდა გამოხატოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს. „სირცხვილი რესპუბლიკურ პარტიას და მათ ფრაქციას ადიგენში",- განაცხადა ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოში აქტიურად მოქმედებენ თურქუილი სპეცსამსახურები, რომელთა მიზანიც საქართველოს ტერიტორიის პოლიტიკური ისლამის პოლიგონად გადაქცევაა.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებას „რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი გამოხმაურა.

"რესპუბლიკური პარტია" ყოველთვის რწმენის თავისუფლებისა და სარწმუნოებრივი საკითხების პოლიტიკიდან გამიჯვნის მომხრეა",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა ასევე "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში.

ზურაბიშვილის განცხადებით, მინარეთი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით აღდგა.

მისივე შეფასებით, მინარეთის აღმართვა სწორი გადაწყვეტილება იყო და თავის დროზე მისი იმ ფორმით დემოტაჟი საჭირო არ იყო.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების გადაწყვეტილება ადიგენის საკრებულომ გუშინ, 27 ნოემბერს მიიღო. მინარეთი გუშინ, გვიან ღამითვე დაიდგა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ჭელაში მინარეთი დააბრუნეს [Photo]
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს