FM97.5 / LIVE

ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

მთავარისაზოგადოება 04.09.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტში იმსჯელებენ. საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ინიციატივა უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს ეკუთვნის. ამ ინიციატივით მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გუშინ, 3 სექტემბერს მიმართა.

"მესმის, რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას პიზიცია და "რესპუბლიკელების" პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ საქმე ძალიან სახიფათო ტენდენციას ეხება, რომელიც საქართველოში მკვიდრდება და მიზნად განსხვავებული შეხედულებების, რელიგიური შეხედულებების მქონე მოქალაქეების დევნას და მათ მიმართ აგრესიას ისახავს“,-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატივას დაეთანხმა უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, რომლის თქმითაც, აღნიშნული საკითხი სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მინარეთის საკითხის საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობას ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა წინააღმდეგობის გაწევის გამო კი პოლიციამ ჭელაში რამდენიმე ადგილობრივი დააკავა. მომხდარს მუსლიმური თემის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქოსა და მუსლიმთა რელიგიური ლიდერების შეთანხმების თანახმად, 30 აგვისტოს მინარეთი სოფელ ჭელიდან 2 კილომეტრში დაასაწყობეს და დალუქეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჭელას საკითხს მომავალ კვირას განიხილავს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ