FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს დეპუტატი გათავისუფლებას გადაურჩა

მთავარიპოლიტიკა 09.10.2014
გაფრთხილება გათავისუფლების სანაცვლოდ – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ალექსი გიგოლაშვილს სამსახურის გაცდენის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, თუმცა, დეპუტატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადიგენის საკრებულოს დეპუტატი გათავისუფლებას გადაურჩა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 ოქტომბრის სხდომაზე საკრებულოს წევრის, ალექსი გიგოლაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი განიხილეს. ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს ეკუთვნოდა. დეპუტატთა უმრავლესობამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ალექსი გიგოლაშვილი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ლევან ლობჯანიძის განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიგოლაშვილი სამსახურს აცდენდა. საბუთი, რის საფუძველზეც გაცდენებს საპატიოდ ჩაუთვლიდა, ვერ წარადგინა, ამიტომაც მისი საკითხი საკრებულოს განსახილველი გახდა.

დეპუტატებს უნდა გადაეწყვიტათ სასჯელის რა სახე გამოეყენებინათ გიგოლაშვილის მისამართით: გაფრთხილება, 10 დღის ხელფასის დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება თუ კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ თუ პიროვნება 5 დღეზე მეტ ხანს მიატოვებს სამსახურს უმიზეზოდ, მიტოვების მეორე დღიდან გათავისუფლებულად ითვლება. ამ ყველაფერმა დიდი კამათი გამოიწვია. საკითხები რიგითობის მიხედვით დავაყენეთ, პირველი გაფრთხილებას ეყარა კენჭი, რადგან 25 დეპუტატიდან მხარი 18–მა დაუჭირა, დანარჩენი საკითხებისთვის კენჭი აღარ გვიყრია“, – განაცხადა ლევან ლობჯანიძემ.

ალექსი გიგოლაშვილისთვის გაფრთხილების მიცემას „ნაციონალური მოძრაობის“ 4 დეპუტატიდან მხარი მხოლოდ ერთმა დავით ოგანეზიანმა დაუჭირა.

ალექსი გიგოლაშვილი ამბობს, რომ სამსახურის გაცდენა შვილის დაბადების გამო მოუხდა. ლობჯანიძეს გათავისუფლება წინასწარ სთხოვა და შემდეგ საბუთიც მოუტანა, თუმცა მან არ მიიღო.

„შემეძინა შვილი და მომიწია რამდენიმე დღე ნებართვის აღება ლევან ლობჯანიძისგან. მომცა თანხმობა და მითხრა დოკუმენტი წარმოადგინეო, წარვადგინე ბავშვის დაბადების ფორმა–100 საავადმყოფოდან, მაგრამ არ მიიღო. სულ რამდენიმე დღის გაცდენაზეა საუბარი“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ წევრი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი გიგოლაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს
3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა
საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე