FM97.5 / LIVE

გოდერძი კუბლაშვილი: 'ქრისტიანებს დამცველი არ გვყავს'

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ადიგენის "საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი ჭელაში მინარეთის აღმართვაზე პასუხისმგებლობას "რესპუბლიკელებს" აკისრებს და აცხადებს, რომ ქრისტიანები მშვიდობიანი პროტესტით და კანონიერი გზით ეცდებიან დაიცვან მართლმადიდებლების უფლებები.

გოდერძი კუბლაშვილი: 'ქრისტიანებს დამცველი არ გვყავს'
„გულისტკივლის გამოვთქვამ იმის გამო, რომ შობის მარხვის პირველ დღეს ჭელაში მინარეთი დადგეს მართმადიდებლურ ქვეყანაში და ამაში დიდი წვლილი შეიტანა პაატა ზაქარეიშვილმა და დავით ბერძენიშვილმა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა", - ამბობს კუბლაშვილი.

"საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქრისტიანების უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებენ.

"ჩვენ ომს არავის გამოუცხადებთ და სხვაგვარ პროტესტის ფორმას არ მივმართავთ. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით და კანონიერი გზით ვიბრძოლებთ, რომ საქართველოში ქრისტიანი ადამიანების უფლებები დაცული იყოს. ამგვარი მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს მასშტაბით ალბათ დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ, ქრისტიანებმა, ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, რადგან მსოფლიოში სხვა დამცველი არ გვყავს", - ამბობს იგი.

გოდერძი კუბლაშვილი ფიქრობს, რომ ჭელის შემდეგ მინარეთების აღმართვა სხვა მუსლიმურ სოფლებშიც დაიწყება: "ხვალ სხვა სოფელში მოინდომებენ მინარეთის დადგმას და ვინ მოსთხოვთ ამაზე პასუხს?! მთელი საქართველო რომ მინარეთებით და მეჩეთებით გაივსოს, ეს უნდა ხელისუფლებას?! თუ უნდათ, მაშინ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. ყოფილ პრემიერზე ვერაფერს ვიტყვი, მე ის ვიცი, რაც ჩემი ყურით მოვისმინე, სესიის დროს როგორ ახდენდნენ ზეწოლას პაატა ზაქარეიშვილი და დავით ბერძენიშვილი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეზე".

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძე გოდერძი კუბლაშვილის განცხადებას ზეწოლის შესახებ აბსურდს უწოდებს.

"როგორ შეიძლებოდა მოეხდინათ ჩემზე ზეწოლა, ისინი კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები არიან, მე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", არანაირი შეხება არ გვაქვს. შეიძლება დაერეკათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის, მაგრამ, სხდომის მიმდინარეობისას დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ გარეთ არავინ გასულა და არავისთვის არავის დაურეკავს", - განაცხადა ემზარ ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ნოემბერს, ადიგენის საკრებულომ ჭელაში მინარეთის აღმართვის გადაწყვეტილება მიიღო და იმავე საღამოს ჭელაში მინარეთი აღმართეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს
‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
ვისი ინიციატივა იყო მინარეთის დაბრუნება
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა