FM97.5 / LIVE

‘ვანომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენა’ - ნაციონალების შეფასებები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2020
ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხისა და ადიგენის შტაბების წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, პარტიაში მერაბიშვილს საქციელი მოუწონეს და მიიჩნევენ, რომ ახალი კანდიდატურის დაყენება პრობლემა არ იქნება.

‘ვანომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენა’ - ნაციონალების შეფასებები

3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის არც მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს და არც რომელიმე პარტიულ სიაში შევა. მიუხადავად იმისა, რომ ახალციხის შტაბის წევრებისათვის მერაბიშვილის განცხადება მოულოდნელი იყო, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მაინც ეთანხმებიან:

„ინფორმირებული არ ვიყავით იმიტომ, რომ ბატონი ვანო იყო უცხოეთში. ჩამოსვლის შემდეგ, სავალდებულო კარანტინშია, ამიტომ ვერ შევხვდით. ხვალ უმთავრდება კარანტინი, ალბათ შეგვხვდება და გვეტყვის რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი პიროვნული არჩევანია და უხერხულია კომენტარის გაკეთება. ვანომ საკუთარი ინტერესების მაღლა ქვეყნის სურვილი დააყენა, ამიტომ მივესალმები და მიხარია, სადღაც სწორიც კია მისი ეს გადაწყვეტილება“,– ამბობს ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სანდროშვილი.

მერაბიშვილის გადაწყვეტილება მისაღებია ამავე პარტიის მხარდამჭერისა და ყოფილი პარლამენტარის ვაჟა ჩიტაშვილისთვის: „რადაგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ სწორია მისთვის და მივესალმები. მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში წერია ყველაფერი ფაქტობრივად, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. პარტიული ინტერესები წინაპლანზე დააყენა, ვიდრე პირადი“.

მერაბიშვილის მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატობის შესახებ ინფორმაცია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაავრცელეს.

თუმცა ადიგენის შტაბში მიიჩნევენ, რომ კანდიდატი ოფიციალურად დასახელებული არ იყო და უარის თქმის შესაძლებლობაც ჰქონდა: „ვანო მერაბიშვილს მაჟორიტარობაზე წარდგენილი არც ჰქონდა კანდიდატურა. ასე რომ, არც მოუხსნია. ეს უფრო მითქმა-მოთქმა იყო. მაგრამ, რომ ყოფილიყო მაჟორიტარი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა“,– ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის შტაბის ხელმძღვანელი დავით ოგანესიანი.

გახდა თუ არა ვანო მერაბიშვილის უარის მიზეზი ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარად მისივე თანასოფლელი ანტონ ობოლაშვილი დაასახელა, „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მერაბიშვილს კონკურენიციის პრობლემა არ აქვს.

„ქართული ოცნების“ ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ხალხს ყელში ამოუვიდა მათი უძრაობა, კრიმინალი. ამიტომ ამ ხელისუფლებას ანტონ ობოლაშვილი კი არა, ათი ანტონიც რომ იყოს, ვერ გადაარჩენს. ანტონ ობოლაშვილმა თუკი რამ სიკეთე გააკეთა მისი კეთილი ნებაა და ის, რაც ვანომ გააკეთა თავისი კუთხისათვის, ქვეყანისათვის, კრიმინალის დამარცხებისთვის, მისი დამსახურებაა. ამას ობოლაშვილი ვერ გადაწონის“, - ამბობს კობა სანდროშვილი.

მერაბიშვილის ცნობადობაზე აკეთებს აქცენტს ვაჟა ჩიტაშვილი: „ერთმანეთთან დაპირისპირება მუშა პროცესია. ერთი კანდიდატი მეორესთან დაპირისპირების გამო, არჩევნებს არ განერიდება. თუ მაგ კუთხით შევხედავთ, ფაქტობრივად, თვითონ უფრო გაცილებით ცნობადი კანდიდატია, ვიდრე „ოცნების“ კანდიდატი, სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ. მერაბიშვილს უწერია თავის განცხადებაში თუ რატომ არ იყრის კენჭს და ეს სწორედ მიგვაჩნია ყველას“.

კითხვაზე, შერჩეულია თუ არა, ვინ იქნება ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიაში ვერ ამბობენ: „პარტიას რესურსის პრობლემა ნამდვილად არ აქვს და აუცილებლად იქნება კანდიდატი. ოპოზიციური სპექტრი და „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალაა, რომლებსაც ძირითადი სურათის დახატვა შეუძლიათ ნებისმიერ არჩევნებზე, ამას ადასტურებს არაერთი არჩევნები, როგორც ადგილობრივი, ასევე საპარლამენტო და საპრეზიდენტო“, – ამბობს ვაჟა ჩიტაშვილი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ ვიქნები პარლამენტის წევრი’ – ვანო მერაბიშვილი დეპუტატად კენჭს არ იყრის
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე