FM97.5 / LIVE

‘არ ვიქნები პარლამენტის წევრი’ – ვანო მერაბიშვილი დეპუტატად კენჭს არ იყრის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2020
ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ გადაწყვეტილება მიიღო და ის არც პარლამენტის წევრი იქნება და არც რომელიმე თანამდებობას დაიკავებს მომავალ მთავრობაში.

‘არ ვიქნები პარლამენტის წევრი’ – ვანო მერაბიშვილი დეპუტატად კენჭს არ იყრის

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე განცხადება დღეს, 3 აგვისტოს გავრცელდა:
„მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, – წერია განცხადებაში.



ის, რომ ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატობაზე უარს ამბობს, „სამხრეთის კარიბჭეს“ მერაბიშვილის სოციალური მედიის მენეჯერმა, ივერი ბალახაშვილმა დაუდასტურა: „როგორც მანდ უწერია, არ იქნება მომდევნო პარლამენტის წევრი. პარლამენტში არ ყოფნა თავის თავში მოიაზრებს, არც მაჟორიტარობას და არც პროპორციულ სიაში ყოფნას“.

2020 წლის არჩევნებზე ვანო მერაბიშვილი ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. იგი პარტიას ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა მისი კანდიდატურის შესახებ, პარტიის წევრებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ არაერთხელ განაცხადეს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
‘ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებმება’ - ენმ-ს წარმომადგენლები
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’ [ქრონოლოგია]
‘ვანომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენა’ - ნაციონალების შეფასებები
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი