FM97.5 / LIVE

რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?

მთავარისამართალი 19.02.2014
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი ფიქრობს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა.

რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით 17 თებერვალს მიესაჯა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ჩიტაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.

„უნდა იყოს არაერთი დასაბუთებული მტკიცებულება, რომ ესა თუ ის ადამიანი არის დამნაშავე. უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებათა ერთობლიობას და ამის შემგდომ უნდა დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი. არცერთ ეპიზოდში ვანო მერაბიშვილს არანაირი პირადი გამორჩენა არ ჰქონია, მსგავსი გადაცდომა სასამართლო პროცესზე არ დადასტურებულა. ამიტომ, მიმაჩნია ეს განაჩენი დაუსაბუთებლად“, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, თავიდანვე უკანონო იყო მერაბიშვილის დაკავება და აღკვეთის ღონისძიებაც არასწორად იყო შერჩეული: „ეს ადამიანი არ ემალებოდა გამოძიებას, თანამშრომლობდა, მტკიცებულებებს არ ანადგურებდა და თავის დროზე ცხადდებოდა დაკითხვაზე. მაგრამ მაინც დააპატიმრეს“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით. რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ 50 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენის ნაწილს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დღეს მერაბიშვილის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო