FM97.5 / LIVE

სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.11.2013
საქართველოს სომხური საჯარო სკოლები, სადაც სომხური ენისა და ლიტერატურის წიგნებს ამ დრომდე ელოდებიან, სახელმძღვანელოებს ერთ კვირაში მიიღებენ.

სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოსთვის წიგნების მისაწოდებლად სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტენდერი გამოაცახადა.

სომხეთის განათლების სამინისტროს დიასპორის განყოფილების ხელმძღვანელის ნუნე ვარდანიანის თქმით, 25 ნოემბერს აირჩევენ ორგანიზაციას და თვის ბოლომდე სახელმძღვანელოები საქართველოში გაიგზავნება.

სომხეთის განათლების სამინისტროში საქართველოსთვის უკვე გამზადებულია 14700 სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულის კომპლექტი.

შეგახსენებთ, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები საქართველოში სომხეთიდან შემოდის. ორი ქვეყნის განათლების სამინისტროს შორის არსებობს ოფიციალური მიმოწერა. საქართველოს განათლების სამინისტრომ, სომხეთის განათლების სამინისტროს წერილის საფუძველზე, იშუამდგომლა ფინანსთა სამინისტროსთან და ტვირთს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი.

სამცხე-ჯავახეთში 100 სომხური სკოლაა: 14 სკოლა სომხურია ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან; 31-ა სომხური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული 38 სკოლიდან და 55 სკოლა სომხურენოვანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65 სკოლას შორის. ყველა ამ სკოლაში ათასობით მოსწავლე სამი თვეა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას გასული წლების სახელმძღვანელოებით სწავლობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ
რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში