FM97.5 / LIVE

სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 18.07.2014
18 ივლისს, სამცხე–ჯავახეთს, არაოფიციალური ვიზიტით, საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს არევიკ სამუელიანსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ანთიძეს ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ უმასპინძლა.

სტუმრები ჯერ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციას ეწვივნენ, შემდეგ კათოლიკური ეკლესია და სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს. ახალციხეში ვიზიტი დელეგაციამ ახალციხის ციხის მონახულებით დაასრულა.

„ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული ვიზიტი არაოფიციალურ გარემოში. ჩვენ ერთობლივად ვზრუნავთ ისტორიულ ძეგლებზე. აქედან გამომდინარე, უკვე შევთანმხდით იმაზე, რომ ჩვენი სპეციალისტები ჩართულები იქნებიან მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაში და პირიქით“, – ამბობს ნიკა ანთიძე.

„ახალციხეს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით ვეწვიეთ. პირველად ვარ ახალციხეში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესანიშნავი ადგილი მოვინახულე, რომელიც, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მეგობრომის სიმბოლოა“, – ამბობს სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე არევიკ სამუელიანი.

ახალციხის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
თურქეთის კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხეს სწავლობს
ახალციხეს კულტურის მინისტრი სტუმრობს
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
„ვეფხისტყაოსნის“  ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა