FM97.5 / LIVE
სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ.">

რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.10.2013
ერთი თვეა საქართველოში სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა, სომხურ სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ.

რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
არაქართულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები სომხეთიდან იგზავნება. კითხვაზე რატომ ჭიანურდება სახელმძღვანელოების დარიგება, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ეს რთული პროცესია და საქართველოს დახმარებაა საჭირო.

„სახელმძღვანელოების ჩამოტანა ბევრ მუშაობას მოითხოვს. საჭიროა მათი შეძენა, რის შემდეგაც იწყება მოლაპარაკებები საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ვაგზავნით ოფიციალურ წერილს და ნებართვის მიღების შემდეგ ჯავახეთში სახელმძღვანელოები ჩამოგვაქვს. ორივე ქვეყნის განათლების სამინისტროები თანხმდებიან, რომ საზღვარი ერთი კვირის განმავლობაში გახსნილი იყოს, რათა სახელმძღვანელოების გადმოტანა არ შეფერხდეს. საქართველოში წერილი გამოგზავნილია. ველოდებით პასუხს“, - გვიხსნის სატელეფონო საუბარში სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორის განყოფილების საგარეო ურთიერთობის გამგეობის ხელმძღვანელი ნუნე ვარდანიანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წერილი 4 ოქტომბერს მიიღეს.

„გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ სომხურ მხარეს პასუხი გადაეგზავნება და ეს ბავშვები წიგნებს აუცილებლად მიიღებენ“, - ამბობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში.

ვიდრე საქრთველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროები სახელმძღვანელოების შემოტანის საკითხს გაარკვევენ, სომხური სკოლის მოსწავლეები მშობლიურ ენასა და ლიტერატურას გასული წლიდან შემორჩენილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩებიან
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა