FM97.5 / LIVE

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.11.2013
სასწავლო წლის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, არაქართულენოვან სკოლებს კი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ჯერ ისევ არ მიუღიათ.

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ინფორმაციას ყოველდღე ელოდებიან.

ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სომხურ საჯარო სკოლებში მოსწავლეები მშობლიურ ენასა და ლიტერატურას გასული წლის, მოძველებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები საქართველოში სომხეთიდან უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ ორი ქვეყნის განათლების სამისნისტროებს შორის უკვე არსებობს ოფიციალური მიმოწერა. საქართველოს განათლების სამინისტრომ სომხეთის განათლების სამინისტროდან წერილი, რომლითაც ისინი წიგნების შემოტანაში დახმარებას ითხოვდნენ, 4 ოქტომბერს მიიღო და საპასუხო წერილიც გააგზავნა.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოგვარებულია. ფინანსთა სამინისტრომ ტვირთს მიანიჭა ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი. ახლა წიგნების შემოტანა სომხეთის განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული", - აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

სომხეთის განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოდან ყველა საჭირო ნებართვა მიიღეს.

”ჩვენ გვაქვს წინსვლა, გუშინ საღამოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მივიღეთ ელექტრონული წერილი შესაბამისი ნებართვებით. ახლა გვჭირდება მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ-ერთ გადამზიდ კომპანიასთან, საბაჟო ფორმების გაკეთება და რაც შეიძლება სწრაფად გაგზავნა”, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგარეო ურთიერთობებისა და დიასპორის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნე ვარდანიანი.

სომხეთის განათლების სამინისტრო საქართველოში 14 700 სახელმძღვანელოს კომპლექტს აგზავნის.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან, 14 არაქართულენოვანი სკოლაა. 31 სომხური სკოლაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული 38 სკოლიდან და 55 სკოლა სომხურენოვანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65 სკოლას შორის. ყველა ამ სკოლაში ათასობით მოსწავლე ამ ეტაპზე მშობლლიურ ენასა და ლიტეარატურას გასული წლების სახელმძღვანელოებით სწავლობს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ახალციხის სკოლების მდგომარეობას განათლების სამინისტრო იკვლევს
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება