FM97.5 / LIVE

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება

მთავარისაზოგადოება 12.02.2016
ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ კორიევების ოჯახს ქლაქის მერია ერთჯერადად, 1500 ლარის ოდენობით დაეხმარება.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ახალციხის მერის წარმომადგენელმა ნუგზარ თამარაშვილმა მოინახულა და დახმარებას დაპირდა.

„სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ ოჯახს დავეხმარებით 1500 ლარის ოდენობით “, – განაცხადა ახალციხის მერის წარმომადგენელმა ნუგზარ თამარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ახალციხეში თაყაიშვილის ქუჩის N61–ში დღეს, 12 თებერვალს დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრები ცეცხლს ერთი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის სახურავი და დაზიანდა ნივთები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება
ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს მერია დაეხმარა
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა