FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა

მთავარისამართალი 24.11.2013
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა
პაპუაშვილი აცხადებს, რომ დაკავებული პოსტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.

„ამ ზაფხულს ინფარქტი გადავიტანე. ყოველთვის მინდოდა წამოვსულიყავი თბილისში, რადგან მანდ ვერ ვმკურნალობდი“, - განაცხადა მან.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობის დატოვება მთავარ პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებს გვპასუხობს: „ამ ამბებს უბრალოდ დაემთხვა ჩემი სურვილიც“.

პაპუაშვილი არ საუბრობს იმაზე, თუ სად გააგრძელებს სამომავლოდ საქმიანობას: „ამის შესახებ ყველა მალე შეიტყობთ“.

ოლქის ყოფილი პროკურორი არც იმას აკონკრეტებს, თუ როდის დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ: „განცხადება რამდენიმე დღის წინ დავწერე. ზუსტად არ მახსოვს“.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის კანცელარიის უფროსი ხათუნა მურადაშვილი აცხადებს, რომ პარასკევს საღამომდე კანცელარიაში პაპუაშვილის განცხადება არ შესულა.

გავრცელებული ინფრომაციით თანამდებობა დატოვა პაპუაშვილის მოადგილემ ალიკა მაისურაძემაც.

„სამხრეთის კარიბჭემ“ აღნიშნულის გადამოწმება მაისურაძესთანაც სცადა, თუმცა, მან ვინც მის პირად ნომერზე გვიპასუხა განაცხადა, რომ ეს ალიკა მაისურაძეს ტელეფონის ნომერი არაა.

პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, დატოვა თუ არა მისმა მოადგილემაც თანამდებობა, არ აქვს. ოლქის პროკურორისა და მისი მოადგილის გადადგომის შესახებ არც საოლქო პროკურატურაში იციან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად გასული წლის 10 ნოემბერს დაინიშნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური ოთხი თვის განმავლობაში იყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
ბორჯომის გამგებელის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა