FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მთავარისაზოგადოება 20.11.2014
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თემურ გელდიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გელდიაშვილმა "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რადგან სამუშაოდ უკეთეს სამსახურში გადადის.

თემურ გელდიაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ, 19 ნოემბერს დაწერა. იგი ამ თანამდებობაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.

ამ ეტაპზე სამსახურს ახალი უფროსი არ ჰყავს. ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა სავარაუდოდ ორშაბათს გაირკვევა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2013 წლის 14 მაისს შეიქმნა. სამსახურის შექმნიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთის სატყეო სააგენტოს ოთხი დანიშნული უფროსი ჰყავდა.

2013 წლის 14 მაისიდან ამ პოსტზე ზვიად ლომსაძე მუშაობდა, რომელმაც თანამდებობა 2013 წლის 14 ივნისს, სამსახურის ვადის გასვლის გამო დატოვა. 2013 წლის 23 ივლისიდან ლევან ხოზრევანიძე დაინიშნა, რომელიც 2014 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა, შემდეგ კი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. 2014 წლის 10 აპრილიდან ამ პოსტზე ირაკლი გოგია მუშაობდა, რომელიც შემდგომ თემურ გელდიაშვილმა შეცვალა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რეხვიაშვილი ასრულებს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსის შესახებ გაურკვევლობაა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
გიორგი კახნიაშვილმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს