FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 03.05.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კარლენ მანასიანმა, რომელსაც ცემაში ადანაშაულებენ, პირადი განცხადების საფუძველზე, პოზიცია დატოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

კარლენ მანასიანმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 28 აპრილს დაწერა. მან სამსახურიდან გათავისუფლება ოჯახური პირობების გამო ითხოვა. მანასიანის განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 3 მაისს დააკმაყოფილეს.

მანასიანი შვებულებიდან იმ დღეს უნდა გამოსულიყო, როცა გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. იგი შვებულებაში 20 აპრილს გავიდა. ამავე დღეს მოხდა შემთხვევა, რომელზეც ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „კადასტრი რეესტრი პლუსის“ დირექტორი დავით გოგოგლაძე კარლენ მანასიანს ცემაში ადანაშაულებს.

გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილის მობილური გამორთულია, გამგეობაში კი იმაზე, უკავშირდება თუ არა მომხდარს მანასიანის სამსახურიდან წასვლა, არ საუბრობენ.

კარლენ მანასიანი გამგებლის მოადგილედ ერთი წლის წინ, 2015 წლის 23 მარტს დაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს
ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან განრიდება გაფორმდა
ახალციხის გამგებლის მოადგილედ კარლენ მანასიანი დაინიშნა
ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა