FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარისიახლე, სამართალი 08.07.2020
იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ კიმ კუგოიანს, ახალქალაქის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, 8 ივლისს გამოუტანა. დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ კუგოიანს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს.

ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ფოტო: jnews.ge

მოსამართლე არარატ ესონიანმა კი კუგოიანს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ბრალდებული აქამდე გირაოთი იყო გათავისუფლებული, იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

შვილის განაჩენს დაკავებულის ოჯახის წევრები აპროტესტებენ: “სად არის სამართალი?! ჩვენს რაიონში, გადიან ქალაქში ისვრიან და მხოლოდ ჩემი შვილი რატომ დააკავეს? ეს არის კანონი და წესრიგი?”, - ამბობს კუგოიანის მამა.

კუგოიანის ადვოკატი, ნოდარ აკოფაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაასაჩივრებს.

"აუცილებლად გავასაჩივრებთ, საქმის არსებით გარემოებებზე გამოიკვეთა დარღვევები და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. კიმ კუგოიანი აცხადებს რომ მას იარაღი არ ჰქონია და ის პოლიციელებმა ჩაუდეს. არსებით სხდომაზე გამოკითხულ იქნა ორი მოწმე, ერთ-ერთი ბრალდების მოწმე, მეორე კი დაცვისა, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ კუგოიანის დაკავების დროს, ჩხრეკის ჩატარებას ადგილი არ ჰქონია და ის დაკავებისთანავე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით კი, იქ ჩხრეკა ჩატარდა და იარაღიც ამოიღეს“, - ამბობს აკოფაშვილი.

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი სამართალდამცველებმა 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. შსს–ს განცხადებით კუგოიანი „კრიმინალური ავტორიტეტია“. კუგოიანის გათავისუფლების მოთხოვნით ახალქალაქში აქცია არაერთხელ გაიმართა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექვსდღიანი ძებნის შემდეგ კიმ კუგოიანი დააკავეს
ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება
ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა
საქართველოს პირველი ლედის ძმას სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ახალქალაქელი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს